ელჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ელჩი''' — ოფიციალური დესპანი, განსაკუთრებით მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს და ჩვეულებრივ არის აკრედიტირებული სხვა სუვერენულ სახელმწიფოში ან [[საერთაშორისო ორგანიზაცია|საერთაშორისო ორგანიზაციაში,]] როგორც საკუთარი მთავრობის ან სუვერენის რეზიდენტი წარმომადგენელი ან დანიშნული სპეციალურ და ხშირად დროებით დიპლომატიურ დავალებაზე.
 
ელჩი არის უცხო ქვეყნის დედაქალაქში ან ქვეყანაში მთავრობის რანგის წარმომადგენელი. მასპინძელი ქვეყანა, როგორც წესი, ელჩს საშუალებას აძლევს რომ გააკონტროლოს კონკრეტული ტერიტორია, რომელსაც ეწოდება [[დიპლომატიური წარმომადგენლობა|საელჩო]], მასპინძელ ქვეყანაში, ამ ტერიტორიას, თანამშრომლებს და მანქანებს, ძირითადად, აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი. [[ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ|დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის თანახმად]] თანახმად, ელჩს უმაღლესი [[დიპლომატიური რანგი|დიპლომატიური რანგი აქვს]] აქვს.
 
[[ერთა თანამეგობრობა|ერთა თანამეგობრობის]] წევრებს შორის გაცვლილი ელჩის ექვივალენტი ცნობილია როგორც უმაღლესი კომისარი . [[წმინდა საყდარი|წმიდა საყდრის]] „ელჩები“ ცნობილები არიან როგორც პაპები ან სამოციქულო [[ნუნცია|ნუნციები]].
 
== ეტიმოლოგია ==
ხაზი 24:
== თანამედროვე დიპლომატიის ზრდა ==
[[ფაილი:AmbassadorSchwarz,Bush.jpg|მინი| თანამდებობის დაკავებამდე მასპინძელმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ელჩის რწმუნებათა სიგელები, მაგალითად, როდესაც სამხრეთ აფრიკის ელჩმა [[ჰარი შვარცი|ჰარი შვარცმა]] თავისი სიგელები [[1991]] წელს გადასცა [[აშშ]]-ს პრეზიდენტს [[ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში|ჯორჯ ბუშს]].]]
თანამედროვე დიპლომატიური სისტემის აღმავლობა [[იტალიური რენესანსი|იტალიური რენესანსის]] პროდუქტი იყო (დაახლოებით [[1300]] წლიდან). ელჩების გამოყენება [[XV საუკუნე|მე-15 საუკუნის]] პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა იტალიაში. იტალიაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა შეცვალა ელჩების როლი დიპლომატიურ საქმეებში. იმის გამო, რომ იტალიაში ბევრი სახელმწიფო მცირე ზომის იყო, ისინი განსაკუთრებით დაუცველნი იყვნენ უფრო დიდი სახელმწიფოებისათვის. ელჩის სისტემა გამოიყენეს დაუცველი ქვეყნების დასაცავად.
 
ეს პრაქტიკა [[იტალიური ომები|იტალიური ომების დროს]] ევროპაშიც გავრცელდა. მე-15 საუკუნეში [[იტალია|იტალიაში]] ელჩების არსებობამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპასა და, თავის მხრივ, მსოფლიოს დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროგრესზე. ევროპა კვლავ იყენებს ელჩის უფლებების იგივე პირობებს, რაც [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეში]] დააწესეს, მასპინძელ ქვეყნებში ელჩების უფლებებთან და სათანადო დიპლომატიურ პროცედურებთან დაკავშირებით. ყოველივე ეს მიზნად ისახავდა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნებას და რთულ პერიოდებში [[ალიანსი|ალიანსების]] შექმნას.
 
დღეს ელჩების როლი ფართოდ არის გავრცელებული. სახელმწიფოები დიპლომატიურ წარმომადგენლების მეშვეობით აგვარებენ საერთაშორისო სისტემის შიგნით წარმოქმნილ პრობლემებს. ელჩები ახლა ჩვეულებრივ ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ მოვალეობა კი ადგილობრივი მოსახლეობის და კულტურის გაცნობაა. ამ გზით ისინი უფრო პოლიტიკურად ეფექტური და სანდოები არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ ის მიზნები, რომელიც მათ მასპინძელ ქვეყანას სურს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელჩი“-დან