რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41:
საომარი მოქმედებები კავკასიის ფრონტზე დაიწყო [[1877]] წლის 30 აპრილს. ამავე წლის მაისში რუსებმა აიღეს [[ბაიაზეთი]] და [[არტაანი]]. რუსეთის არმიამ არ ისარგებლა მოპოვებული უპირატესობით და [[ბათუმი]]ს მაგივრად გეზი [[ყარსი]]საკენ აიღეს, ბათუმზე შეტევა კი [[ოზურგეთი]]დან დაიწყეს. ამ სტრატეგიული შეცდომის წყალობით რუსეთის სარდლობამ ინიციატივა ხელიდან გაუშვა. რუსეთის არმიამ ყარსი ვერ აიღო, საჭირო გახდა ხანგრძლივი ალყა. ამან ოსმალეთის სარდლობას საშუალება მისცა ჯარების მობილიზება მოეხდინა. რუსეთის სარდლობა მიხვდა საკუთარ შეცდომას და [[არზრუმი]]ს მიმართულებით დაიწყო შეტევა. დაგეგმილი შეტევა დაგვიანდა და ამჯერადაც ხელიდან გაუშვეს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. 1877 წელს ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს [[ერევანი|ერევნიდან]] ბაიაზითის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარები, ხოლო ამავე წლის 25 ივნისს [[ზივინი|ზივინთან]] განცდილი მარცხის შემდეგ რუსებმა დატოვეს ომის დასაწყისში დაკავებული ტერიტორიები. 1877 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე რუსეთის არმიის მდგომარეობა მცირე აზიის ფრონტზე მძიმე იყო. რუსებმა მარცხი განიცადეს ასევე აჭარის ტერიტორიაზე. ასევე დამარცხდნენ რუსები [[აფხაზეთი|აფხაზეთშიც]]. 1877 წელს ოსმალეთმა [[გუდაუთა]]სთან დესანტი გადმოსხა და [[სოხუმი]]საკენ დაიძრნენ. რუსებმა სოხუმი უბრძოლველად დატოვეს. თურქებმა თითქმის ნახევარი აფხაზეთი დაიკავეს. აფხაზეთში გენერალ [[იაკობ ალხაზიშვილი]]ს სარდლობიტ სასწრაფოდ გაიგზავნა დამხმარე ძალა, რომელიც რუსეთის რეგულარული ჯარისა და ქართული სახალხო ლაშქრისაგან შედგებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა [[ოქუმი|ოქუმთან]] თურქების მარცხით დამთავრდა და უკან დაიხიეს. 1877 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ჯარები სოხუმში დაბრუნდნენ. მალე თურქებმა აფხაზეთი მთლიანად დატოვეს.
 
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რუსები შეტევაზე გადავიდნენ არზრუმის და ყარსის მიმართულებით. 18 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა ქართული სახალხო ლაშქრის დახმარებით ყარსი აიღეს, რაც თურქთა დიდი მარცხი იყო. 1877 წლის დეკემბერში რუსებმა დაიკავეს [[ხერთვისი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)|ხერთვისი]], [[არტანუჯი]] და [[ბათუმი]]საკენ გავიდნენ, თუმცა აჭარელი ბეგების პოზიციის გარკვევამდე ბრძოლის დაწყებას ერიდებოდნენ, ასეთ ვითარებაში [[შერიფ ხიმშიაშვილი|შერიფ ხიმშიაშვილმა]] რუსებს აჭარაში შესვლა სთხოვა მათაც აღარ დააყოვნეს და ახალციხის მხრიდან რუსეთის ჯარები აჭარისკენ დაიძრნენ. ოსმალეთი კი თავგამოდებით იცავდა არზრუმს.
 
რუსეთის წარმატებებმა შეაშფოთა ევროპული სახელმწიფოები, ისინი სულთანს ზავის დადებას ურჩევდნენ. ევროპის ქვეყნებთან გართულების თავიდან აცილების მიზნით ალექსანდრე II-მ სულთნის პირობა მიიღო და 1878 წლის 19 (31) იანვარს ადრიანოპოლში დაიდო რუსეთ-ოსმალეთის დროებითი ზავი.
ხაზი 50:
რუსეთმა ამავე ზავით მიიღო სამხრეთი ბესარაბია. კავკასიაში რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა: [[არტაანი]], [[ყარსი]], [[ბაიაზეთი]], [[აჭარა]] [[ბათუმი]]თურთ.
 
{{რუსეთ-ოსმალეთის ომები}}
== ლიტერატურა ==
* საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე, თბ., 2004 წ. გვ., 185-187
Line 59 ⟶ 58:
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://b-ok.cc/s/?q=%D0%9C%D0%B0%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%B0%D0%BB%D1%8B+%D0%B4%D0%BB%D1%8F+%D0%BE%D0%BF%D0%B8%D1%81%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F+%D1%80%D1%83%D1%81%D1%81%D0%BA%D0%BE-%D1%82%D1%83%D1%80%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%BE%D0%B9+%D0%B2%D0%BE%D0%B9%D0%BD%D1%8B+1877-1878+%D0%B3%D0%B3.+%D0%BD%D0%B0+%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE-%D0%9C%D0%B0%D0%BB%D0%BE%D0%B0%D0%B7%D0%B8%D0%B0%D1%82%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%BC+%D1%82%D0%B5%D0%B0%D1%82%D1%80%D0%B5.+%D0%A2%D0%BE%D0%BC&yearFrom=&yearTo=&language=&extension=&t=0 Материалы для описания русско-турецкой войны 1877-1878 гг.]
 
{{რუსეთ-ოსმალეთის ომები}}
 
[[კატეგორია:რუსეთ-ოსმალეთის ომები]]