კონსტანტინოპოლის დაცემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
 
ამასობაში, [[ვენეცია|ვენეციაში]] განიხილებოდა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარებას გაუწევდა რესპუბლიკა კონსტანტინოპოლს. სენატმა გადაწყვიტა ფლოტი გაეგზავნა [[1453]] წლის თებერვალში, მაგრამ ფლოტის გამგზავრება გადაიდო აპრილამდე, რაც უკვე გვიანი იყო. ამავდროულად, კონსტანტინე მეჰმედს საჩუქრებს უგზავნიდა, რათა ცოტახნით მაინც დაეშოშმინებინა იგი, მაგრამ ეს ყოველივე იმპერატორის რამდენიმე ელჩის სიკვდილით დასჯით დამთავრდა.
 
===ძალები===
[[File:Siege of Constantinople 1453 map-fr.svg|thumb|left|კონსტანტინოპოლის რუკა, მცველები და ალყაშემორტყმულები]]
კონსტანტინოპოლის დამცველი ჯარი შედარებით მცირე იყო, სულ 7000 კაცი იყო, აქედან 2,000 უცხოელი. თურქი მეთაური დორგანო, რომელიც იმპერატორისთვის მუშაობდა კონსტანტინოპოლში, აგრეთვე იცავდა ქალაქის ერთ-ერთ უბანს, ზღვის პირას. ეს თურქები იმპერატორის ერთგულები იყვნენ და შემდგომ ბრძოლაში დაიღუპნენ. დამცველი არმია კარგად იყო გაწვრთნილი და აღჭურვილი, ხოლო დანარჩენი არმია მცირე რაოდენობის კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებისგან, შეიარაღებული მშვიდობიანი მოსახლეობისგან, მეზღვაურებისგან, უცხო თემებიდან მოხალისე ძალებისაგან და ბოლოს [[ბერმონაზვნობა|ბერებისგან]] შედგებოდა. გარნიზონმა გამოიყენა [[კალიბრი|მცირეკალიბრიანი]] საარტილერიო რამდენიმე იარაღი, რაც საბოლოოდ არაეფექტური აღმოჩნდა. დანარჩენმა მოქალაქეებმა შეაკეთეს თავდამცავი კედლები, იცავდნენ სადამკვირვებლო პუნქტებს, აგროვებდნენ და ანაწილებდნენ კვების პროდუქტებს, ეკლესიებიდან აგროვებდნენ ოქროს და ვერცხლის საგნებს, რათა უცხოელი ჯარისკაცებისთვის გადაეხადათ.
 
ოსმალეთს გაცილებით მეტი ძალა ჰყავდა. ბოლოდროინდელი გამოკვლევებისა და ოსმალეთის საარქივო მონაცემების თანახმად, მეჰმედ II-ს დაახლოებით 50,000–80,000 ოსმალეთის ჯარისკაცი ჰყავდა. მის ძალებში ასევე შედიოდა: 5000-დან 10 000-მდე [[იანიჩარი]], 70 ქვემეხი, ათასობით ქრისტიანული ჯარი და 1500 სერბული ცხენოსანი ჯარი.
 
===საბოლოო იერიში===
[[File:Theofilos Palaiologos.jpg|thumb|upright=1.2|ბერძენი ხალხური მხატვრის თეოფილოს ჰაძიმიჰაილის ნახატი, რომელშიც ნაჩვენებია ბრძოლა ქალაქში]]
საბოლოო თავდასხმისთვის მზადება დაიწყო [[26 მაისი|26 მაისის]] საღამოს და გაგრძელდა მეორე დღეს. მას შემდეგ, რაც ომის საბჭომ შეტევა გადაწყვიტა, ოსმალებმა ცოცხალი ჯარი მოაბილიზეს, რათა მომზადებულიყვნენ საერთო შეტევისთვის. ბიზანტიის მხარეს, 12 გემიანი ვენეციური ფლოტი კონსტანტინოპოლს 27 მაისს მიაღწია. 28 მაისს, როდესაც ოსმალეთის არმია საბოლოო თავდასხმისთვის ემზადებოდა, ქალაქში მასშტაბური რელიგიური მსვლელობა გაიმართა. საღამოს, [[აია-სოფიას ტაძარი|აია-სოფიას ტაძარში]] გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელშიც იმპერატორი მონაწილეობდა როგორც ლათინური, ასევე ბერძნული ეკლესიების წარმომადგენლებთან და თავადაზნაურობასთან ერთად.
 
[[29 მაისი|29 მაისის]] შუაღამიდან მალევე დაიწყო ყველანაირი შეტევა. პირველ რიგში კონსტანტინოპოლს თავს დაესხნენ ოსლამეთის იმპერიის ქრისტიანული ჯარები. შემდეგ ელიტარული იანიჩრებისგან შემდგარი ბოლო ტალღა თავს დაესხა ქალაქის კედლებს. სახმელეთო ჯარების გენუელი გენერალი, [[ჯოვანი ჯუსტინიანი]], თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა, რამაც პანიკა გამოიწვია ჯარის რიგებში.
 
[[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლის]] ჯარში დიდი არეულობა აღინიშნებოდა, მცველებს გალავნის კარი ღიად დარჩათ, [[მეჰმედ II]]-მ დრო იხელთა და საბოლოოდ მოახერხა კონსტანტინოპოლის აღება.
 
ოსმალეთის მსხვერპლი უცნობია, მაგრამ ისტორიკოსების უმეტესობის აზრით, ისინი ძალზე მძიმეა ალყის და საბოლოო იერიშის დროს ოსმალეთის რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმის გამო.
 
== ლიტერატურა ==