სამძივრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''სამძივრები''' — [[საქართველო]]ს დიდი ფეოდალური საგვარეულო [[XII საუკუნე|XII]]-[[XIV საუკუნე]]ებში. სახელწოდება მომდინარეობს მათი მამულის — სამძივრის ხევის ([[სამცხე]]) სახელისაგან.
 
არსებობს მოსაზრება, რომ სამძივრების გვარისაგან წარმოდგება [[თორელები]]ს ფეოდალური საგვარეულო. XII საუკუნის 80-იანი წლებში სამძივრები დამოყვრებიან სამცხის დიდებულებს — [[ჯაყელები|ჯაყელებს]]. [[კრავაი ჯაყელი]] ცოლად შეურთავს ერთ-ერთ სამძივარს. სამძივრები როგორც ჩანს, ჯაყელებთან ერთად, მიემხრნენ აჯანყებულ [[გიორგი რუსი|იური ანდრიას ძეს]]; აჯანყების დამარცხების შემდეგ კი ისინი ამ აჯანყებაში მონაწილე [[გუზანი|გუზან]] ტაოსკარელთან ერთად გაიქცნენ შაჰარმენთან ([[ხლათი]]ს მმართველი). [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] შუა წლებში სამძივრები კვლავ ჩანან სამცხეში. ერთ-ერთი სამძივარი შებრძოლებია [[აბაღა-ხანი]]ს წინააღმდეგ აჯანყებულ მონღოლ უფლისწულს [[თეგუდარი|თეგუდარს]], რომელიც [[იმერეთი|ლიხთ-იმერეთიდან]] (სადაც დავით ნარინი იყო შეხიზნული) გადმოსულა [[სამცხე-ჯავახეთიჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის]] დასარბევად. [[სამცხე-საათაბაგო]]ს თავადების [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] ნუსხაში მოხსენიებულია, როგორც სამცხის გადაშენებული ფეოდალური საგვარეულო, რომელთა მამული ამ დროს ეპყრა გოგიბაშვილს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამძივრები“-დან