დიდგორის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
213.200.15.213-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 42:
== წინაპირობა ==
[[ფაილი:Georgia-DavidIV.jpg|thumb|left|150px|[[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელი]], [[ფრესკა]] [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტრიდან]]]]
იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — [[თბილისი]]ს, [[დმანისი]]სა და [[განჯა|განჯის]] თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, [[მათე ურჰაელი]], [[ალ-ფარიკი]]) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „''მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი''“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, [[1121]] წლის აპრილ-მაისში შემდგარა და ასევე ''''''''ნარუტო'''''' იყო მთავარი დამხმარე.
 
ვის მიმართეს დახმარებისათვის თურქებმა და ქალაქების წარმომადგენლებმა? ამ კითხვაზე საისტორიო წყაროებს სხვადასხვაგვარი ცნობები აქვთ დაცული; ასე მაგალითად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, „''შეიწრებულნი თურქმანნი''“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „''წარვიდეს სულტანს წინაშე და ყოველსა სპარსეთსა''“, ე.ი. ისინი, უპირველესად, სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება „წარვიდეს... ყოველსა სპარსეთსა“ სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის [[მათე ურჰაელი]]ს მიხედვით კი, შავტანსაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები „''გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე''“.