კუნთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 6:
კუნთებს განასხვავებენ ფორმის, ზომის, მიმაგრების ადგილის და სიფართის, მათში ბოჭკოების რაოდენობის, სიგრძის, განლაგების, სტრუქტურული და ფიზიოლოგიური თვისებების, დანიშნულებისა და სხვა თავისებურებათა მიხედვით: მაგალითად, ფორმის მიხედვით განასხვავებენ მოკლე, გრძელ, ფართო და წვრილ კუნთებს; ბოჭკოების განლაგების მიხედვით — ფრთისებრ, ნახევარფრთისებრ, მარაოსებრ და სხვა კუნთებს; ფუნქციის მიხედვით — მომხრელს, გამშლელს, განმზიდველს, შიგნით მბრუნველს (პრონატრონს) და გარეთ მბრუნველს (სუპინატორს), მომჭერს (კონსტრიქტორს), გამაფართოებელს (დილატატორს) და სხვა. სხეულის ერთი და იმავე ნაწილის საპირისპირო მოძრაობის შემსრულებელ კუნთებს ანტაგონისტები ეწოდება (მომხრელები — გაშლელები, პრონატორები — სუპინატორები), ერთსა და იმავე მოძრაობის შემსრულებელ რამდენიმე კუნთს — სინერგისტები.
 
კუნთების შექმნაში მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ქმნის გარსებს თითოეული ბოჭკოს, ბოჭკოების კონის და მთელი კკუნთის ირგვლივ (ენდომიზიუმი, პერიმიზიუმი და ეპიმიზიუმი ანუ ფასცია); კუნთების შემაერთებელი ქსოვილი უხვად მარაგდება სისხით. ყოველი ბოჭკო ინერვირდება მამოძრავებელი ნერვის ტოტით (რომელიც მის ზედაპირზე ე. წ. მოტორულ ბალთას ქმნის) და მგრძნობიარე ნერვის ტოტით (რომელიც ბოლოვდება რამდენიმე ბოჭკოს შორის ჩართულ, ე. წ. ნევრკუნთოვან თითისტარზე). კუნთების უმრავესობას სიმპათიკური ინერვაციაც აქვს.
 
კუნთების მუშაობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასციებს (რომლებიც ქმნიან კუნთის გარსებს და მათ შორის ძგიდეებს), ლორწოვან აბგებს (სითხით სავსე შემაერთებელქსოვილოვანი ჩანთები მყესის ძვათან ხახუნის ადგილზე), სინოვიალურ ბუდეებს (სინოვიალური გარსით მოფენილი კიდურის კუნთის მყესების ორკედლიანი ქარქაშები), სესამოიდურ ძვლებს (მყესში ჩართული ძვლები, რომლებიც სახსრებს იცავენ მექანიკური დაზიანებისაგან და სხვა).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუნთები“-დან