ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
--[[მომხმარებელი:AncapOgre|AncapOgre]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:AncapOgre|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/AncapOgre|წვლილი]]</sub> 16:56, 14 აპრილი 2021 (UTC)
: ორივე მხარემ იქნებ უფრო უკეთ დაწეროს რა ხდება. მეც ვერ მივხვდი. ამჟამად გვაქვს ორი სტატია - [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]] (სადაც წერია რომ მცხეთა-მთიანეთის მხარეა. დამოწმებულია მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდით) და გვაქვს სტატია [[მცხეთა-მთიანეთის მხარე]] (სადაც არ წერია რომ მის შემადგენლობაში არის ან ყოფილა ახალგორის მუნიციპალიტეტი). ამ მომხმარებელმა ჩაასწორა და წავუშალეთ, რატომ, რას ვეყრდნობით? რა არგუმენტები გვაქვს ამისთვის და თუ არ არის მცხეთა-მთიანეთის ნაწილი რატომ წერია ეს [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]]ში?--[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 20:27, 14 აპრილი 2021 (UTC)
:: ჯერ მინდა დავიწყო იმის ახსნით, თუ რა მიზეზით ამართლებს გიო ოქრო ამ ინფორმაციის წაშლას ვიკიპედიის გვერდიდან. ის ამბობს, რომ მხარე არის ის, სადაც რწმუნებული ანუ გუბერნატორია დანიშნული, და თუკი რწმუნებულის დეკლარაციაში, სამსახურის ადგილას, მითითებული არაა რომელიმე მუნიციპალიტეტი, მაშინ ეს მუნიციპალიტეტი ვერ იქნება ამ მხარის ნაწილი. სხვა არგუმენტი მას არ გამოუყენებია, სხვა სახის დოკუმენტები არ უჩვენებია. მაგრამ, საიდან ამტკიცებს ამას? სად წერია რომ მხარის ყველა მუნიციპალიტეტი ერთნაირად უნდა იყოს განხილული ადმინისტრაციული თვალსაზრისით, და რომ ყველა მათგანს იგივე რწმუნებული უნდა ყავდეს? თუ გიო ოქრო ქართული კანონმდებლობიდან მოიყვანს ციტატებს სადაც ეს ასე ნათქვამი იქნება, მე ყველა პრეტენზიას უკან წავიღებ და ვაღიარებ მის სისწორეს ამ საკითხში.
::
::მაგრამ მანამდე, მე გავაგრძელებ ჩემი პოზიციის ახსნას და სხვა წყაროების მოყვანას ამ დისკუსიაში. პირველი, ახალგორის ვებსაიტი, რომელიც ზემოთ უკვე მითითებულია, ამბობს რომ ახალგორი შედიოდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში მაგრამ ამავდროულად 1992 წლიდან ის იყო "საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე მუნიციპალიტეტი". ვიმეორებ რომ ეს არის ოფიციალური ვებსაიტი, შექმნილი და ოპერირებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ და თუ გიო ოქრო მართალია იმაში რომ მუნიციპალიტეტი თუ მხარის ნაწილია ის აუცილებლად იმავე იურისდიქციაში უნდა იყოს, მაშინ გამოდის რომ საქართველოს სახელმწიფომ თავის ვებსაიტზე დაუშვა არა უბრალო მექანიკური შეცდომა, და უაზროდ დაურთო ახალგორი მცხეთა-მთიანეთს მუნიციპალიტეტების სიაში, არამედ გამოაქვეყნა ისეთი ინფორმაცია რომელიც საკუთარ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
::
::მაგრამ დავუშვათ ისიც რომ ახალგორი მართლაც არაა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დღევანდელი ადმინისტრაციის ქვეშ. ის მაინც ფაქტია, რომ უფრო ძველ დეკლარაციებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორები საკუთარ დეკლარაციებში ახალგორს იხსენიებდნენ. მაშასადამე, გამოდის რომ ახალგორი იყო მცხეთა-მთიანეთის ნაწილი. თუმცა მომხმარებელი გიო ოქრო არც ამ ინფორმაციას ტოვებს მცხეთა-მთიანეთის გვერდზე. ასევე, მიუხედავად იმისა რომ მე მოვიყვანე 2002 წლის მოსახლეობის აღრიცხვა, და ამით შევასწორე მცხეთა-მთიანეთის დემოგრაფიის ტაბულა, გიო ოქრომ გადაწყვიტა წაეშლა ჩემი შესწორებაც და თვით ციტატაც ვიკიგვერდიდან, ყველანაირი დასაბუთების გარეშე.
::
::რაც არ უნდა იყოს, ამ მომენტში ეს საკითხი არის არეულ-დარეული. შედიხარ ახალგორის მუნიციპალიტეტის გვერდზე, და იქ წერია რომ 2008 წლამდე ის იყო მცხეთა-მთიანეთის ნაწილი და დღეს ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედიხარ მცხეთა-მთიანეთის გვერდზე, და იქ წერია რომ მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტია, მაგრამ ამავდროულად მუნიციპალიტეტთა რუკაზე ახალგორი დატანილია. ახალგორის გვერდზე რაც ეწერა, რომ ის 2008-ის მერე ოკუპირებულია, მცხეთა-მთიანეთის გვერდზე რომ გადმოვიტანე, ეგეც წაშალა გიო ოქრომ.
::
::მაშ რა არის სიმართლე?
::2008-მდე მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილი იყო - ამას შლის.
::დღემდე დე იურედ მცხეთა-მთიანეთის ნაწილად მოისაზრება - ამას შლის.
::რუსეთის მიერ ოკუპირებულია - ამას შლის.
::
::ანუ? მცხეთა-მთიანეთის ნაწილი არასდროს იყო და რუსეთის მიერ ოკუპირებული არაა? ნუ ამას საკმაოდ ძლიერი მტკიცებულება დასჭირდება.
::ცოტა ბევრი წერა გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა, დავიბენი უკვე, ვცდილობ რამენაირად გავერკვე როგორ მოგვარდეს ეს ვიკიგვერდი.--[[მომხმარებელი:AncapOgre|AncapOgre]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:AncapOgre|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/AncapOgre|წვლილი]]</sub> 11:42, 15 აპრილი 2021 (UTC)