შუა ფრონე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|Commons =
}}
'''შუა ფრონე'''<ref>{{სგსოლ|118|სსრ}}</ref> — [[მდინარე]] [[საქართველო]]ში, [[თიღვის მუნიციპალიტეტი|თიღვისა]] და [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის მუნიციპალიტეტებში]], [[დასავლეთის ფრონე|დასავლეთის ფრონის]] მარცხენა შენაკადი, [[ფცა (მდინარე)|ფცის]] ერთ-ერთი შემდგენელი. სათავე აქვს [[ლიხის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1765 [[მეტრი|მ]]-ზე. სიგრძე 34 [[კმ]], აუზის ფართობი 177 [[კმ²]]. მარჯვნიდან ერთვის [[ლოპანისწყალი]], [[ნაცარგორისღელე]], [[ღოღურა]]. საზრდოობს [[თოვლი]]ს, [[წვიმა|წვიმისა]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. [[წყალდიდობა]] იცის [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], არამდგრადი [[წყალმცირობა]] — [[ზაფხული|ზაფხულსა]] და [[ზამთარი|ზამთარში]], წყალმოვარდნები [[შემოდგომა]]ზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 1,36 [[მ³]]/[[წმ]]. იყენებენ სარწყავად.<ref>{{ქსე|10|406|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
 
== სქოლიო ==