მარანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.15.160-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kober-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|მარანი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Nekresi monastery interior (Photo A. Muhranoff)-1.jpg|მინი|ეპისკოპოსის სასახლის მარანი [[ნეკრესის მონასტერი|ნეკრესის მონასტერში]]. ]]
'''მარანი''' ''საღვინე სახლი'' — [[ღვინო|ღვინის]] დასაყენებელი და შესანახი ნაგებობა. ხალხურმა ტრადიციამ [[საქართველო]]ში დღემდე შემოინახა 2 სახის მარანი: დახურული და ღია.
 
==დახურული მარანი==
დახურული მარანი უპირატესად [[აღმოსავლეთ საქართველო]]შია გავრცელებული. საღვინე [[ქვევრი|ქვევრები]] მარანშივეა ჩაფლული. აქვეა [[მეღვინეობა|მეღვინეობის]] ინვენტარიც, წურავენ ყურძენს, აყენებენ და ინახავენ ღვინოს. ამგავრი მარანი კარგადაა შეხამებული აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ პირობებთან: შენობა იფარავს ღვინოს [[ზამთარი|ზამთარში]] ყინვისაგან, [[ზაფხული|ზაფხულში]] - სიცხისაგან. ქართლ-კახური მარანი მოქცეულია საცხოვრებლის კომპლექსში - ორსართულიანი ქვიტკირის სახლების პირველ სართულზე. ძველად ქართლში [[დარბაზული სახლი]]ს ერთ-ერთ კომპონენტს ხშირად მარანი შეადგენდა. მარნიანი დარბაზული სახლები [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]], [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]] და [[მესხეთი|მესხეთ]]-[[ჯავახეთი|ჯავახეთში]] დღემდეა შემორჩენილი. [[ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|ურბნისის]] ტერიტორიაზე მრავლადაა გათხრილი [[VI საუკუნე|VI]]-[[VIII საუკუნე]]ების [[ალიზი]]თ ნაგები, ბანიანი სახლები, რომლებსაც უშუალოდ ებმის მარნები. [[ქართლ-კახეთი|ქართლ-კახეთში]] ტრადიციული მარანი გამოირჩევა კედლის ლამაზი წყობით, წინა მხრიდან კედლებში ჩაყოლებული აგურის [[ჯვარი|ჯვრებითა]] და ზოლებით, თაღიანი შესასვლელითა და მასიური ორფრთიანი კარით. მარანს 2 ნაწილად ყოფს თაღებიანი კედელი ან მდიდრულად მოჩუქურთმებული ბალიშიანი დედაბოძი. მარნის უკანა ნაწილში ყურძნის დასაწური განყოფილებაა. კედელთან მთელს სიგრძეზე მიშენებულია ქვიტკირის [[საწნახელი]], ჩვეულებრივ ორგანყოფილებიანი.
 
==ღია მარანი==
ხაზი 12:
{{commons category|Wineries}}
{{ქსე|6|427-428}}
 
 
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარანი“-დან