ორენსეს მუნიციპალიტეტები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:Localización_de_la_provincia_de_Orense.svg|300px|მინი|ორენსეს პროვინციის მდებარეო...
(განსხვავება არ არის)

16:07, 12 აპრილი 2021-ის ვერსია

ორენსეს პროვინცია შედის გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 92 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]

ორენსეს პროვინციის მდებარეობა ესპანეთის რუკაზე

ორენსეს მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 12 კომარკაში: ორენსე (12 მუნიციპალიტეტი), ლიმია (11), რიბეირო (10), ტიერა-დე-სელანოვა (10), ვალდეორასი (9), კარბალინო (9), ვერინი (8) ალიარის-მასედა (6), ბახა-ლიმია (5), ვიანა (4), ტიერა-დე-კალდელასი (4) და ტიერა-დე-ტრივესი (4).[3]

ორენსეს პროვინციის ფართობია 7273 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 307 651 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია ორენსე, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ლა-ვეგა (290,49 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ბეადე (6,4 კმ²)[5].

მუნიციპალიტეტების სია

რუკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Ley 7/1985, de 2 de abril, Reguladora de las Bases del Régimen Local დაარქივებული 2020-10-29 საიტზე Wayback Machine. art.11
  2. Spain. Local government. britannica.com. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  3. DECRETO 65/1997, do 20 de febreiro, polo que se aproba definitivamente o mapa comarcal de Galicia (DOG nº 63, de 3.04.1997). xunta.es. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  4. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ine.es არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის infolaso არ არის მითითებული ტექსტი; $2