ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
176.221.219.66-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ჯეო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
'''ჟან შარდენი''' ({{lang-fr|Jean Chardin}}, დაბადებით ''ჟან-ბატისტ შარდენი'', ''სერ ჯონ შარდენი'') (დ. [[16 ნოემბერი]], [[1643]], [[პარიზი]] ― გ. [[5 იანვარი]], [[1713]], [[ლონდონი|ლონდონთან]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური. მისი ათ-ტომიანი კრებული „სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა“ სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ადრეული დასავლური კვლევების საუცხოო ნიმუშად ითვლება.
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
 
შარდენი [[1643]] წელს [[პარიზი|პარიზში]] პროტესტანულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლა. თუმცა ახალგაზრდა შარდენი, ოჯახური პროფესიისთვის მიყოლის ნაცვლად, [[ლიონი|ლიონელ]] ვაჭართან სახელად რესენი [[1665]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთსა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]] მიემგზავრება, ნაწილობრივ ბიზნესისა და ნაწილობრივ საკუთარი თავგადასავლის ჟინის მოსაკლავად. წარმატებული მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მან საფავიდი მონარქის [[შაჰი|შაჰ]] [[აბას II|აბას II-ის]] პატრონაჟი მიიღო, ის [[1670]] წელს საფრანგეთში ბრუნდება. მომდევნო წელს შარდენი თავისი მოგზაურობის აღწერას აქვეყნებს სახელწოდებით „Le couronnement de Soleïmaan troisième, roy de Perse“ (ქართ.: სულეიმან მესამის, სპარსეთის მეფის, კორონაცია).
 
Line 9 ⟶ 8:
მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა, ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის [[სმირნა]]ს, [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ყირიმი|ყირიმს]], [[კავკასია]]ს, [[სამეგრელო]]სა და [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთს]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩადის. ევროპაში [[კეთილი იმედის კონცხი|კეთილი იმედის კონცხის]] გავლით 1680 წელს ბრუნდება.
 
ამ დროისთვის [[ლუი XIV]]-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად [[ლონდონი|ლონდონში]] სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. [[ჩარლზ II|ჩარლზ II-მ]] მას [[რაინდი (წოდება)|რაინდობა]] უბოძა და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე (ჰუგენოტი ლტოლვილი [[რუანი]]დან) ბვვბიქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს სამეფო საზოგადოებამ (Royal Society) ის წევრად აირჩია.
 
შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]] ატარებს ინგლისის [[ისტ ინდოეთის კომპანია|ისტ ინდოეთის კომპანიის]] წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული „მოგზაურობის“ პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება [[ამსტერდამი]]დან, თვალისმომჭრელი სათაურით „Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient“ (ქართ.: „ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე“).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_შარდენი“-დან