ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის
→ცხოვრება და მოღვაწეობა
(მომხმარებლის 176.74.109.70 ცვლილებების გაუქმება (№4179959)) იარლიყი: გაუქმება |
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება |
||
მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა, ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის [[სმირნა]]ს, [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ყირიმი|ყირიმს]], [[კავკასია]]ს, [[სამეგრელო]]სა და [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთს]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩადის. ევროპაში [[კეთილი იმედის კონცხი|კეთილი იმედის კონცხის]] გავლით 1680 წელს ბრუნდება.
ამ დროისთვის [[ლუი XIV]]-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად [[ლონდონი|ლონდონში]] სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. [[ჩარლზ II|ჩარლზ II-მ]] მას [[რაინდი (წოდება)|რაინდობა]] უბოძა და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე (ჰუგენოტი ლტოლვილი [[რუანი]]დან)
შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]] ატარებს ინგლისის [[ისტ ინდოეთის კომპანია|ისტ ინდოეთის კომპანიის]] წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული „მოგზაურობის“ პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება [[ამსტერდამი]]დან, თვალისმომჭრელი სათაურით „Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient“ (ქართ.: „ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე“).
|