ვარძია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 109:
 
I ეტაპზე, [[გიორგი III, საქართველოს მეფე|გიორგი III-ის]] მეფობის წლებში ([[1156]]-[[1184]]), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე ([[1184]]-[[1185]]) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. [[თამარ მეფე|თამარ]] მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი [[სტოა]]-[[პორტიკი]]თ. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის [[რატი I სურამელი|რატი სურამელი]]ს თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე ([[1185]]-[[1203]]) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია [[1283]] წლის მიწისძვრასთან. აქ [[ბექა I|ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელი]]ს ათაბაგობის ხანაში ([[1285]]-[[1306]]) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, [[ივანე II (სამცხის ათაბაგი)|ივანე ათაბაგი]]ს დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.
{{-}}
 
<gallery mode="packed" heights="200px" gallery caption="ვარძიის მონასტერი [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს, ასახული [[ალექსანდრე როინაშვილი]]ს ფოტოხელოვნებაში">
Image:A. Roinashvili. 0302 - Vardzia.jpg|
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარძია“-დან