ქსნის არმაზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|არმაზი}}
[[ფაილი:St. George church of Armazi in the Ksani valley 01.jpg|მინი|ქსნის არმაზის ეკლესია]]
'''არმაზი''' ქსნისა, წმ. გიორგის ეკლესია — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, [[არმაზი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)|სოფ. არმაზის]] მახლობლად. აგებულია [[864]] წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. [[გუმბათის ყელი]] არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები — შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.