ლევან მარუაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ლევან მარუაშვილმა პირველმა [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ ლიტერატურაში]] ჩამოაყალიბა ცნება [[კარსტოსფერო]]ს (1973) შესახებ, როგორც [[კარსტი|კარსტული პროცესების]] გავრცელების [[გეოსფეროები|გეოსფერო]]. მკვლევარმა კარსტოსფერო [[პლანეტა|პლანეტის გარსის]] სახით გამოყო, რომელიც ზოგადად [[სტრატისფერო]]ს თანხვდება და რომელიც [[კარსტი|კარსტვადი]] [[ქანი (გეოლოგია)|ქანებითაა]] აგებული.<ref name="ლმბ" />
 
ლევან მარუაშვილი იყო [[კავკასია|კავკასიის]] აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: [[ფიზიკური გეოგრაფია]], [[გეომორფოლოგია]], [[გლაციოლოგია]], [[სპელეოლოგია]], [[კარსტოლოგია]], [[პალეოგეოგრაფია]], [[მეოთხეული გეოლოგია]], [[ისტორიული გეოგრაფია]].<ref name="ლმხ" /><ref>{{cite journal |last= Мгеладзе |first= К. |authorlink= | last2= | first2= |date= 4 января, 1983|title= Выдающийся географ-исследователь : [прпофпроф. Л. Маруашвили] |journal= „Советская Абхазия“ |volume= |issue= |pages= |id= |url= |accessdate= |quote= }}</ref>
 
აღსანიშნავია, რომ ლევან მარუაშვილი, როგორც [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკური გეოგრაფიის]] სპეციალისტი [[მეცნიერება|მეცნიერების]] გარდა ინტერესს იჩენდა [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] მიმართ; ადრეულ ასაკში წერდა [[ლექსი|ლექსებს]], [[რომანი (პროზა)|რომანებს]], [[მოთხრობა|მოთხრობებს]], [[პიესა|პიესებს]], რომლებსაც ხშირად დაუმთავრებელი ხასიათი ჰქონდა. მის მიერ არის დაწერილი რომანი „სპელეოლოგიური ტრაგედია“, რომელიც გამოუქვეყნებელი დარჩა. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიაში]], რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. ლევან მარუაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა „[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]“ [[გეოგრაფია|გეოგრაფიულსა]] და [[ასტრონომია|ასტრონომიულ]] ელემენტებს და ჩატარებული მუშაობის საფუძველზე გარკვეულ დასკვნებს მიადგა სამყაროს [[შოთა რუსთაველი|რუსთაველისეული]] ასახვის შესახებ. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია [[ქართული ენა|ქართულსა]] და [[რუსული ენა|რუსულ]] პერიოდულ გამოცემებში. ამ საკითხებთან დაკავშირებით მან 20-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა. პოეტის მემკვიდრეობის შესწავლით იგი [[1937|1937 წელს]] დაინტერესდა.<ref name="ლმხ" /><ref name="ლმბ" />