დაირა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Daira,Tbilisi.jpg|მინიატიურა|250პქ|დაირა]]
'''დაირა''' —არის აღმოსავლური [[დასარტყმელი საკრავები|დასარტყმელი საკრავი]]. ის არის ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე [[დაფი]]ს სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლეა 4-6 სმ, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ.

დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაირა“-დან