მეგობრები (ტელესერიალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 80:
: მონიკა როს გელერის უმცროსი დაა. ბავშვობაში მას ჭარბი წონა აწუხებდა, რის გამოც ბევრ საკითხში კომპლექსდებოდა. თუმცა სერიალის მოქმედების პერიოდისთვის იგი უკვე გამხდარია. მონიკა მზარეულად მუშაობს. იგი ჩაციკლულია წესრიგსა და სისუფთავეზე, რაც ხშირად გამხდარა მეგობრებთან მისი კამათის მიზეზი. მონიკას ბევრი შეყვარებული ჰყავდა, თუმცა სერიოზული ურთიერთობები მას მხოლოდ მშობლების მეგობარ რიჩარდთან და ჩენდლერთან ჰქონდა, რომელსაც მეშვიდე სეზონში ცოლადაც გაყვა.
 
'''ფიბი ბუფე (ლიზა კუდროუ) - სრული სახელი ფიბი ბუფე-ჰენიგანიჰანიგანი'''
 
: ფიბის საკმაოდ უცნაური წარსული აქვს, რომელსაც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თანდათანობით ეფინება ნათელი. მისმა დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მამინაცვალმა კი ციხეში ამოყო თავი. დიდი ხნის მანძილზე ფიბი ქუჩაში ცხოვრობდა. მას ჰყავს ტყუპისცალი და, ურსულა, თუმცა ისინი თითქმის არ ურთიერთობენ. ფიბი მუშაობს მასაჟისტად და გიტარაზე საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სერიალის ბოლო სეზონებში ფიბი გაიცნობს მაიკს, რომელსაც მიყვება ცოლად მეათე სეზონში.
 
'''ჯოჯოუი ტრიბიანი (მეტ ლებლანი) - სრული სახელი ჯოზეფ ფრანსის ტრიბიანი უმცროსი'''
 
: ჯო (ჯოუი) იტალიურ/ამერიკულ ოჯახში დაიბადა, რომელშიც მის გარდა კიდევ 7 და შედის. სერიალში ჯო სტერეოტიპული მსახიობის სახითაა წარმოდგენილი. იგი არის ღარიბი, ნაკლებად განათლებული, გულუბყვილო და სამუშაოს მუდმივ ძიებაში. ამავე დროს, იგი საოცრად მიმზიდველია და ქალებში პოპულარობით სარგებლობს. თითქმის მთელი სერიალის მანძილზე ჯოს მუდმივი სამსახური არ გააჩნია - იგი მონაწილეობს რეკლამებში, სერიალებში, ფილმებში, მაგრამ ვერანაირად ახერხებს მეტნაკლებად სერიოზული როლის მიღებას. საბოლოოდ იგი პოპულარული სერიალის ”ჩვენი ცხოვრების დღეების” მსახიობი ხდება.
 
'''ჩენდლერ ბინგი (მეთიუ პერიფერი) - სრული სახელი ჩენდლერ მიურიელ ბინგი'''
 
: ჩენდლერი დაიბადა ეროტიკული რომანების მწერალ ნორა ტაილერ ბინგისა და ჰომოსექსუალი ტრანსვესტიტის, ლას-ვეგასის ვარსკვლავის ჩარლზ ბინგის ოჯახში. ჩენდლერს უამრავი კომპლექსი აქვს, რომელთაგან თავის დაღწევასაც იგი ხშირი ხუმრობებით ცდილობს. ჩენდლერის სამსახური მონაცემების ანალიზი და რეკონფიგურაციაა. ამ სფეროში იგი საკმაოდ წარმატებულ კარიერას იკეთებს. თუმცა სერიალის ბოლოში იგი ტოვებს სამსახურს და სარეკლამო ბიზნესში იწყებს მოღვაწეობას. ჩენდლერს სიყვარულში ნაკლებად უმართლებს; ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი, მეტნაკლებად სერიოზული რომანი ჰქონდა: ჯენისთან და მონიკასთან, რომელიც, მეშვიდე სეზონში, ცოლად შეირთო.