ვარძია: განსხვავება გადახედვებს შორის

17 ბაიტი წაიშალა ,  1 თვის წინ
(→‎ისტორია: ბექა I)
მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და [[ბასიანის ბრძოლა|ბასიანის ბრძოლას შორის]] ([[1186]]–[[1208]]). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი [[არხი (ჰიდროგრაფია)|არხის]] – გამოკვეთა. [[1203]] წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.
 
მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო [[მაჰმადიანობა|მაჰმადიანთა]] ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. [[1283]] წელს მომხდარმა [[მიწისძვრა|მიწისძვრამ]] დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, [[ბექა ჯაყელიI|ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის]] დროს (1285 – 1306).
 
ამ წლებში, მიუხედავად [[მონღოლთა ბატონობა საქართველოში|მონღოლთა ბატონობისა]], ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. [[XV საუკუნე|XV]] – [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეები]] ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. [[1551]] წელს, საქართველოში თავისი მე-3 ლაშქრობისას, სპარსეთის შაჰი შაჰთამაზ I შემოესია ვარძიას. გამაგრებული ქართლის მეფის [[ლუარსაბ I]] სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერენ [[XVII საუკუნე|XVII ს.]] ისტორიკოსები: ქართველი [[ფარსადან გორგიჯანიძე]] და სპარსი — [[ჰასან-ბეგ რუმლუ]] .