ქართულ-ოსური კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა კორექტურა
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 14:
დაპირისპირების ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად იქცა ქართულ საზოგადებაში მიმდინარე დებატები ქართული ენის საკანონმდებლო სტატუსის თაობაზე. 1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. ქართული ენა გამოყენებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. „ადამონ ნიხასმა“ აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნია დისკრიმინაციულად და ანტი-დემოკრატიულად, იმის გთვალისწინებით რომ ოსური მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცოდა ქართული ენა. რეგიონში დაიწყო სახალხო დემონსტრაციები და გაფიცვები.
 
14 სექტემბერს, სოფელ ერედვში ქართული მოსახლეობის ინიციატივით ჩატარდა მიტინგი, რომელსაც დაესწრო ქართლის თითქმის ყველა რაიონიდან წარმოგზავნილი დელეგაციები. მომიტინგეებმა პროტესტი გამოთქვეს ამჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გამოთქვეს თავისი მოსაზრებები „ადამონ ნიხასის“ მიერ ერთაშორისი შუღლის ჩამოგდების მცდელობისა და ოს მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილების გაღვივების შესახებ. აღნიშნულმა მიტინგმა ადამონ ნნიხასისნიხასის მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია. ასევე გულისწყრომით გამოხატავდა თავის აზრს შ/ს რაიონული განყოფილების პირველადი პარტორგნიზაციის მდივანი, მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა გ. გაგლოევმა, რომელმაც შეადგინა ერედვის მიტინგის თავისებური სტენოგრამა<ref name="სამაჩაბლო">[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185690/1/Samachablo_1989_N1.pdf „სამაჩაბლო“, N1, ოქტომბერი 1989]</ref>.
 
26 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის მე-20 მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედ კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა შემდეგი პუნქტი: “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა”. საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოთხოვნა ოსური ენის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მოჰყვა “კანონთა ომის” სრული მასშტაბით დაწყება<ref name="სამაჩაბლო" />.
ხაზი 22:
25 ოქტომბერს, ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქართულ დასს ჰქონდა სეზონის გახსნა. მაყურებისათვის უნდა წარედგინათ „მაია წყნეთელი“, მაგრამ თეატრის დირექციამ არ შეუშვა ქართული დასი თეატრის შენობაში იმ მოტივით, რომ ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას. ქართული დასის სპექტაკლები მუდმივად იშლებდა<ref name="სამაჩაბლო" />.
 
26 ოქტომბერს, ცხინვალის პედაგოგიური ინსტტუტისინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა ოსური და რუსული ფაკულტეტების (ოსი ეროვნების) სტუდენტთა კრება. ქართველები დაითხოვეს დარბაზიდან. კრებას უძღვებოდნენ ლექტორები, „ადამონ ნიხასის“ აქტიური წევრები: მ. ცხოვრებოვა და ა. ჯიოევა. კრებამ მოითხოვა: 1. ჩამოერთვას საქართველოს ისტორიის საათები ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებელს ალ. ურთქმელიძეს, რადგან იგი „სწორად“ არ კითხულობს საქართველოს ისტორიის კურსს; 2. არ გვინდა საქართველოს ისტორიის სწავლა; 3. არ გვინდა ქართული ენის სწავლა; 4. პრორექტორობიდან განთავისუფლდეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქურდაძე (ინსტიტუტში ერთადერთი ქართველი, რომელსაც ეკავა თანამდებობა); 5. ყველას დავუმტკიცოთ, რომ ეს ტერიტორია სამაჩაბლო კი არა, ალანიაა; 6. სანამ არ დაკმაყოფილდება ყველა ეს მოთხოვნა, სწავლას არ დავიწყებთ<ref name="სამაჩაბლო" />.
 
26 ოქტომბერს, ცხინვალის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, ცხინვალის რაიკომის მდივნის მ. ოსტაევას და „ადამონ ნიხასის“ ერთ-ერთი ლიდერის ა. ჯიკაევის მეთაურობით ხალხი შეიჭრა, მათ ჩაშალეს სასწავლო პროცესი და ტექნიკუმში ჩაატარეს კრება. ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა ტექნიკუმის შენობა. კრებამ მიიღო გაფიცვის დადგენილება და ტექნიკუმის თავზე ააფრიალეს ფსევდოალანური დროშა<ref name="სამაჩაბლო" />.
ხაზი 40:
20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე-20 მოწვევის XIV სესიამ მიიღო დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“. საბჭოს არ ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია და ის ეწინააღმდეგებოდა სსრკ-ის კონსტიტუციას. 1990 წლის 21 სექტემბერს მიღებული დადგენილება გაუქმებულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. 16 ოქტომბერს ცხინვალში მოწვეული იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მე-15 სესია, რომელმაც კვლავაც დაადასტურა გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“, გარდა ამისა მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩვენების შესახებ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ პრაქტიკულად არ მიიღო მონაწილეობა [[საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში|საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში]]. ქალაქ ცხინვალში ამომრჩევლების მხოლოდ 1,7%-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. 1990 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის აო-ს უზენაესი საბჭოს არჩევნები. ახალ არჩეულ საბჭოში ეთნიკურად [[ოსები]] დომინირებდნენ.
 
11 დეკემბერს [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ]] გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები. ამასთანავე ბათილად და იურიდული ძალის არმქონედ გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები. უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ცხინვალსა და ჯავაში. ამავე დღეს მოკლეს 2 ქართველი და მათზემათი დამხმარე ოსი პოლიციელი, რის შემდეგადაც საქართველოს ხელმძღვანელობამ ცხინვალის და ჯავის რაიონებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გააგზავნა შსს კურსანტი თანამშრომლები.
 
===1991–1992 წლების ომი===
[[1991]] წლის 4 იანვარს სეპარატისტებმა სცემეს ქართველი პოლიციელი და პოლიციის განყოფილებას მოთხოვეს იარაღის ჩაბარება 24 საათის განმავლობაში. 5 იანვარს საღამოს ცხინვალში შევიდა საქართველოს იმდროინდელი შსს-ს 3000-კაციანი ჯგუფი. რომელმაც სეპრატისტების შეარიღებულ ფორმირებებს მისცა 24-საათიანი ვადა იარაღის დასაყრელად.
 
6 იანვარს ცხინვალში დაახლოებით შუადღის 4 საათზე ოსებმა საქართველოს მაშინდელ მილიციას ცეცხლი გაუხსნეს და ცხინვალის და ჯავის რაიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, 7-ში მოხდა ცეცხლის შეწყვეტა 2 საათით, მაგრამ ოსებმა შეტაკებები კვლავ განახლეს, მაშინდელი შსს ქართულმა ნაწილმა დატოვა ჯავის რაიონი. ქართული მილიცია ძირითადად აკონტროლებდა ცხინვალის ცენტრს და შემოგარენში არსებულ ქართულ სოფლებს. ქართულმა მილიციამაც ნელნელა დაიწყო ცხინვალიდან გამოსვლა, რადგან მათ მხოლოდ ქალქის ცენტრის რამდენიმე შენობა ეჭირათ, ქართული მოსახლეობა კი უკვე გასული იყო ქალქიდან, პოზიციების შენარუჩნებაშენარქჩუნება კი არახელსაყრელი იყო, რადგან ყველა მხრიდან ცეცხლში იყვნენ მოქცეულნი.
 
7 იანვარს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გობაჩოვმა გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს სსრ-ის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა. აგრეთვე გააკრიტიკა სეპარატისტებიც და ასევე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებაც. გორბაჩოვმა ასევე მოითხოვა ქართული და ოსური საჯარისო ნაწილების მთლიანი გაყვანა და რეგიონში მხოლოდ სსრკ-ს შინაგანი ჯარების დატოვებაა, რაც ქართულმა მხარემ საქართველოს სუვირენიტეტში ჩარევად აღიქვა და არ დამეორჩილა ამ გადაწყვეტილებას.
 
25 იანვარს, ქართული მხარე შეუთანხმდა ოსურ მხარეს, ცხინვალიდან დარჩენილი მილიციის თანამშრომლების (დაახლ. 400 ადამიანი) სრულად გაყვანაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე. ოსურ მხარეს კი უნდა გადაეცა მიტაცებული 60 ერთეული მიტაცებული იარაღი. თუმცა ამის შემდგომ კონფლიქტი რა თქმა უნდა პირიქით უფრო გაღმავდა, სადაც ადგილი ჰქონდა პერიოდულ შეტაკებებს. რუსულმა მხარემ დაიწყო მოხალისეების ჩამოყვანა ცხინვალში რეგიონში. ქართველების შეირაღებაში მაშინ ძირითადად შედიოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე ბრონირებული საბრძოლო მანქანა.
 
31 იანვარს, მოხდა ფართომასშტაბიანი შეტაკება ქართველ და ოს სპერატისტებსსეპარატისტებს შორის ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ამის შემდგომ, [[აპრილი]]ს დასაწყისამდე მხარეების პოზიციები ძირითადად არ შეცვლილა. მცირე შეტაკებები ხდებოდა ცხინვალის რაიონის სოფლებში, ხოლო მარტიდან — ზნაურის რაიონშიც. გაჩნდა 100 000-ზე მეტ [[იძულებით გადაადგილებული პირი]].
 
1991 წლის მარტში [[ზვიად გამსახურდია]]მ და [[ბორის ელცინი|ბორის ელცინმა]] ხელი მოაწერეს „ყაზბეგის პროტოკოლს“, რომელიც ითვალისწინებდა არალეგალური ჯგუფების განიარაღებას სამხრეთ ოსეთში და ერთობლივი ქართულ-რუსული სამხედრო ძალების შეყვანას რეგიონში.{{sfn-2|ჯონსი|2013|გვ=82}}
 
1991 წელს [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა|საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის]] შემდეგ სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ კვლავ მოუწოდა სსრკ-ის ხელმღვანელობას სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ. [[1992]] წლის იანვარში სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელმაც დაადასტურეადაადასტურა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების მოთხოვნა. საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ტორეზ კულუმბეგოვი.
 
20 მაისს, ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სოფელ [[ძარის ტრაგედია|ძარის გზაზე მოხდა ტრაგედია]], რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში დაუდგენელი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ჩაიცხრილა ჩრდილოეთ ოსეთში მიმავალი ეთნიკური ოსი მშვიდობიანი მოსახლეობა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, 16 ადამიანი კი, დაშავდა.