გურამ დოჩანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო [[1966|1966 წელი]]: [[7 აპრილი|7 აპრილს]] დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. [[1968|1968 წელს]] გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ამავე წლის [[29 მაისი|29 მაისს]] დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც [[1990|1990 წელს]] ტრაგიკულად დაიღუპა.
 
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“ [[1961|1961 წელს]]. მწერალი არის [[საბა (ლიტერატურული პრემია)|ლიტერატურული პრემია — „საბას“]] ლაურეატი ნომინაციაში — „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“<ref name="400bio"/>
 
გურამ დოჩანაშვილი იყო [[თბილისის საპატიო მოქალაქეები|თბილისის საპატიო მოქალაქე]] <ref>{{Cite web | url = https://netgazeti.ge/news/487084/ | title = COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ | publisher = ''netgazeti.ge'' | date = 2020-20-03 | accessdate = 4 ოქტომბერი, 2020}}</ref>. მისი მოთხრობა „[[კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა]]“ შესულია სასკოლო პროგრამაში.