პი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

 
===გოს თამაში===
ფილმში მაქსი ყოფილ მენტორთან, სოლთან, ერთად პერიოდულად თამაშობს [[გო]]ს.<ref name="PiGo">{{citation |title= The Game of Go |url= http://www.pithemovie.com/go.html |publisher= PiTheMovie.com |url-status= dead |archive-url= https://web.archive.org/web/20140222005937/http://www.pithemovie.com/go.html |archive-date= 22 February 2014}}</ref> ეს თამაში, რომელმაც ისტორიულად მათემატიკის განვითარებას შეუწყო ხელი,<ref>{{citation |url= http://www.msoworld.com/mindzine/news/orient/go/special/gomath.html |magazine= MindZine |title= Go and Mathematics |last= Fairbairn |first= John |url-status= dead |archive-url= https://web.archive.org/web/20110608021213/http://www.msoworld.com/mindzine/news/orient/go/special/gomath.html |archive-date= 8 June 2011}}</ref> მარტივი წესებისგან შედგება, თუმცა კომპლექსურ სტრატეგიას მოითხოვს. ორივე პერსონაჟი თამაშს, როგორც სამყაროს მისეული ხედვის მოდელს, ხედავს; სოლი ამბობს, რომ გო კომპლექსური და ქაოსური სამყაროს მიკროკოსმოსია, ხოლო მაქსი მიიჩნევს, რომ თამაშის მსვლელობასთან ერთად მისიკომპლექსურობამისი კომპლექსურობა თანდათან მცირდება, სვლების შესაძლო კომბინაციათა რაოდენობა იკლებს და მათი წინასწარგანსაზღვრა უფრო და უფრო შესაძლებელი ხდება. შესაბამისად, მისი რწმენით, თამაში გარკვეულ წესრიგს ემორჩილება.<ref name="PiGo"/>{{efn|'''სოლი''': ძველი იაპონელები გოს დაფას სამყაროს მიკროკოსმოსად მიიჩნევდნენ. როცა დაფა ცარიელია, ყველაფერი მარტივი და დალაგებულია, თუმცა თამაშის შესაძლო სტრატეგიათა რაოდენობა უსაზღვროა. არც ერთი ორი გოს თამაში ერთნაირი არ არის. ყველა განსხვავებულია, ისევე, როგორც თოვლის ფიფქები. შესაბამისად, გოს დაფა სამყაროს კომპლექსურობასა და ქაოსურობას გამოხატავს და სწორედ ესაა სიმართლე სამყაროს შესახებ. მათემატიკით სამყაროს ასე მარტივად ვერ ამოიცნობ. არ არსებობს მარტივი ფორმები.<br>
'''მაქსი''': თუმცა თამაშის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობათა რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება. დაფა გარკვეულს წესრიგს ემორჩილება და თანდათან ყველა სვლა წინასწარგანსაზღვრადი ხდება... ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გასაცნობიერებლად საკმარისი ცოდნა არ გვაქვს, არსებობს გარკვეული წესრიგი, ფორმები, რომელთაც ეს თამაში ემორჩილება.}}
 
5 447

რედაქტირება