გუდბაი, ლენინ! (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
"გუდბაი, ლენინ!" ([[ინგლ.]] Good bye, Lenin!) გერმანული ფილმი [[გდრ]]-ის გაუქმებაზე, რომელშიც აღწერილია თუ როგორ ცდილობენ და ძმა ავადმყოფი დედისთვის გდრ-ის იმიტაციას მისი ოთახის ფარგმლებში. შედეგად ფილმის მთავარი გმირები, რომლებიც გდრის გაუქმებას ენთუზიაზმით შეხვდნენ, ქმნიან ვირტუალურ გდრ-ს რომელიც ასახავს მათ გაუმართლებელ მოლოდინებს არ არსებული სახელმწიფოსგან.
==სიუჟეტი==
გდრის ტიპიური ოჯახის ბედნიერება ინგრევა, როდესაც მამა მიდის მივლინებაში და აღარ დაბრუნდება. ის დასავლეთ გერმანიაში გაიქცა. დედას, კრისტინა კერნერს, უწევს [[შტაზი]]ს აგენტების კითხვებზე პასუხის გაცემა, რის შემდეგაც იგი რამდენიმე კვირას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ატარებს, სდაც მოსიყვარულე შვილები აკითხავენ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კრისტინა პირად ცხოვრებაზე უარს ამბობს და საკუთარ თავს უძღვნის ბავშვების აღზრდას სოციალიზმის იდეალებზე.
 
[[1989]] წლის ოქტომბერში [[ბერლინი|ბერლინში]] იწყება ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რომელშიც კრისტინას ვაჟი აკლექსი იღებს მონაწილეობას. კრისტინა შეესწრო, თუ როგორ სცემეს და დააპატიმრეს პოლიციელებმა ალექსი, მას შოკისგან სისხლის ჩაქცება მოუვიდა და [[კომა]]ში ჩავარდა. ალექსი თავს დამნაშავედ გრძნობს დედის უბედურებაში, იგი ბევრ დროს ატარებს საავადმყოფოში უგონო დედასთან, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა მედდას [[რუსეთი]]დან.
 
სანამ ალექსი და მისი და არიადნა საავადმყოფოში დედას უვლიან, ვეყანაში დრამატული ცვლილებები ხდება, გადადგა [[ერიკ ხონეკერი]], გდრი გაუქმდა, [[ბერლინის კედელი]] დაინგრა და აღმოსავლეთში შემოაბიჯა კაპიტალიზმმა. შეიცვალა ალექსის და არიადნას ცხოვრებაც. ქარხანა, რომელშიც ალექსი მუშაობდა, დაიხურა, არიადნამ სწავლას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო სწრაფი კვების რესტორანში, სადაც დასავლეთ გერმანელ ბიჭს დაუმეგობრდა. ალექსმა კი დაიწყო ახალი სამსახური, სადაც დასავლელ კოლეგასთან, დენისთან ერთად აყენებდა სატელევიზიო ანტენებს.
 
8 თვის შემდეგ კრისტინა გონზე მოდის. ექიმებმა გააფრთხილეს ალექსი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მისი აღელვება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ალექსს მაინც გადაყავს დედა სახლში, და ცდილობს მისთვის შექმნას გდრის გარემო. ფილმის მეორე ნახევარი ეთმობა ალექსის და არიადნას მცდელობებს არ გააგებინონ დედას მომხდარი ცვლილებების შესახებ. ალექსი დიდი წვალებით შოულობს გდრში არსებულ ყავის ქილებს და მასში ყრის ბრაზილიურ ყავას, იგი ასხავს ახალ კონსერვებს ნაგავში ნაპოვნ და გამოხარშულ ქილებში.
 
უქმდება გდრ-ის მარკა. ფულის გადაცვლაზე მოქალაქეებს ცოტა დრო აქვთ. ალექსმა და ადრიანამ გადაქექეს სახლი, მაგრამ ვერ იპოვეს დედის შემნახველი სალაროს წიგნაკი. ბოლოს ჰკითხეს დედას ფულზე, აღმოჩნდა რომ მას საგანგებო სამალავი ჰქონდა, მაგრამ არ ახსოვს სად აქვს დამალული ფული. ხოლო როდესაც გაახსენდება, გადაცვლის ვადა ამოუწურა. გულგატეხილი ალექსი სახლის სახურავიდან ყრის დედის გაუფასურებულ დანაზოგებს.
 
ერთ დღეს დედამ ალექსს ტელევიზორის მის ოთახში დადგმა მოითხოვა. ალექსმა ტელევიზორი ვიდეო მაგნიტაფონს მიუერთა და თავის მეგობართან, დენისთან ერთად, რომელსაც რეჟისორობის ამბიციები ჰქონდა, წერს და ამონტაჟებს გდრ-ის საინფორმაციო გამოშვებებს.
 
==საინტერესო ფაქტები==
==მსახიობები==