არაბული კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.120.245-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ოქროს ბოტი-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
- "Painting_ney.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Fitindia-ს მიერ. მიზეზი: per c:Commons:Deletion requests/Files found with insource:"Ibrahim Jabbar".
ხაზი 78:
არაბული მუსიკა შეიქმნა საკუთრივ არაბი და დაპყრობილი ქვეყნებიაგებობას მუსიკათა შერწყმის შედეგად. არაბული მუსიკის ადრეული, „ბედუინური” პერიოდი (VI-VII სს.) ხასიათდება მუსიკისა და პოეზიის ერთიანობით. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ჟანრებია: ''მარსა'' - დატირება, ''სარი'' - შურისძიების სიმღერა, ''ურჯუზა'' - ბრძოლაში გამოწვევა, ''ჰიჯა'' - სატირა, ''მადჰი'' - ქება, ხოტბა, ''ხამრია'' - ღვინის ქება, ''ჰაბაბი'' - ცხენოსანთა სიმღერა, ''ჰიდა'' - საქარავნო სიმღერა. მუსიკის ჰანგი მეტწილად ზეპირად ვრცელდებოდა (არსებობდა ციფრობრივი მუსიკალური მართლწერაც). აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული პოეტური ჟანრი - ღაზალი, სრულდებოდა სიმღერით.
[[ფაილი:Turkey.Konya027.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|რაბაბა]]
 
[[ფაილი:Painting ney.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|ქალი უკრავს ნაიზე]]
[[ირანი|ირანისა]] და ნაწილობრივ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დაპყრობისა და შუა აზიასა და ეგვიპტეში თავიანთი ძალაუფლების დამყარების შემდეგ არაბები იწყებენ უფრო განვითარებული კულტურების ასიმილირებას. შეთვისებული იქნა ბერძნული მუსიკალური თეორიის საფუძვლები. სპარსული და ბიზანტიური მელოდიკის გავლენით არაბული ბგერათარიგი გაიზარდა ორ ოქტავამდე. ირანული გავლენა განიცადა ზოგიერთმა არაბულმა კილომ და საკრავმა. VII საუკუნის დასასრულიდან კლასიკური არაბული მუსიკა აყვავებას განიცდის. იგი ემყარება 7-საფეხურიან კილოებს, სადაც ძირითადი ბგერების გვერდით იყენებენ შუალედურ ინტერვალებს - კომებს (მთელი ტონის 1/8-ზე ნაკლები). არაბული მუსიკალური კილოების თავისებურებამ განაპირობა სიმღერის განსაკუთრებული მანერა, რომლის დროსაც ფართოდ იყენებენ [[გლისანდო]]ს. არაბული მუსიკისათვის დამახასიათებელია ყვავილოვანი მელიზმატიკა, რომელიც მას ორიგინალურ კოლორიტს ანიჭებს. არაბულ მუსიკას ახასიათებს დიატონიკა. ძირითადად იგი ერთხმიანია. არაბული კლასიკური მუსიკა უპირატესად ვოკალურია. ყველაზე გავრცელებული ჟანრია ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელშიც წამყვანი როლი მომღერალს ეკუთვნის. ომაიანთა პერიოდის ცნობილი მომღერლები არიან იბნ მუსაჯიხი, მუსლიმ იბნ მუხრიზი, მომღერალი ქალი ჯამილა და მისი მოწაფეები, აბასიანების პერიოდში კი - იბრაჰიმ ალ-მაუსილი (742-804 წწ.), მისი შვილი ისჰაკ ალ-მაუსილი (767-850 წწ.) და მანსურ ზალზალი. არაბულ მუსიკაში, ძველ ბერძნულ-რომაული მუსიკისაგან განსხვავებით, გავრცელებულია წმინდა ინსტრუმენტალური მუსიკაც. ეს განაპირობებს მუსიკალური საკრავების შედარებით მრავალფეროვნებას. არაბული მუსიკის ძირითადი ძირითადი საკრავებია დასარტყამები: თუთი და კადიბი (მცირე ზომის ჯოხები, რომლებიც კასტანიეტებად გამოიყენება), ტაბლი (ცილინდრული ფორმის დოლი), ნაკარა (ქართ. ნაღარა), საომარი დოლი, დუფი (მცირე ზომის კვადრატული დაირა) და სხვა. ჩასაბერი საკრავებია: მიზ-მარი (ლერწმის ენიანი სალამური), ნაი (ლერწმის ფლეიტა), კუსაბა (პრიმიტიული ღია ფლეიტა), არგული და სხვა. სიმებიანი საკრავებია: [[ბარბითი]] (თავდაპირველად იყო ოთხ, შემდეგ ხუთსიმიანი), რაბაბი (ორსიმიანი ხემიანი საკრავი) და სხვა.