გვირგვინი (ბოტანიკა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|გვირგვინი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''გვირგვინი''' ({{lang-la|corolla}}) — ორმაგი [[ყვავილსაფარი|ყვავილსაფრის]] ფოთლების (ფურცლების) შიგნითა წრე,<ref>{{წიგნი | გვარი = ელერდაშვილი | სახელი = ა. | ნაწილის ბმული = http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=52046 | ნაწილი = გვირგვინი | სათაური = უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი | დამატებითი = [3 ტომად] | გამოცემა = 1-ლი გამოც. | ადგილი = თბ. | გამომცემლობა = ფანტაზია | წელი = 2006}}</ref> რომელიც [[ჯამი (ბოტანიკა)|ჯამთან]] ერთად ქმნის მას (ყვავილსაფარს). უმეტესად სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა. მისი ფურცლები ჯამის ფოთოლაკებთან შედარებით ნაზია. შედგება ორი ნაწილისაგან: 1) ქვედა შევიწროებული ნაწილი — '''ფრჩხილი''', რომელიც ემაგრება ყვავილსაჯდომს, და 2) ზედა გაფართოებული ნაწილი — '''ფირფიტა'''. გვირგვინი ფურცლები ზოგჯერ ერთმანეთზე შეზრდილია (ფურცლებშეზრდილი გვირგვინი), ზოგჯერ — განცალკევებული (ფურცლებგანცალკევებული გვირგვინი). ფურცლებშეზრდილი გვირგვინის შეზრდილ ნაწილს '''მილი''' ეწოდება, თავისუფალს — '''გადანაღუნი'''. გვირგვინის ფურცლების ზომა, ფორმა და რაოდენობა მრავალნაირია.<ref name=":0">{{წიგნი | გვარი = გუგავა | სახელი = ე. | და სხვები = დიახ | სათაური = ბოტანიკა | ადგილი = თბ. | გამომცემლობა = საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი | წელი = 2005 | გვერდი = 135–136}}</ref>
 
შეფერილია უჯრედის წვენში გახსნილი პიგმენტებით (ანთოციანებითა და ფლავონებით.<ref>{{ქსე|3|148||არა}}</ref> გვირგვინის ბიოლოგიური როლი მდგომარეობს შემდეგში: იგი [[ყვავილი|ყვავილს]] მეტად მიმზიდველს ხდის იმ [[მწერები]]სათვის, რომლებიც ახორციელებენ ჯვარედინ დამტვერვას; აგრეთვე, იცავს [[მტვრიანა|მტვრიანებსა]] და [[ბუტკო]]ს. [[ევოლუცია|ევოლუციის]] პროცესში გვირგვინი განვითარდა სამტვერედაკარგული სახეცვლილი მტვრიანებისაგან, ან (იშვიათად) ზედა ფოთლებისაგან. გვირგვინთა მრავალფეროვნებას ფორმის, აგებულების დეტალებისა, შეფერილობისა და მისთანათა მხრივ მნიშვნელობა აქვს მცენარეთა სისტემატიკაში.<ref>{{დსე წიგნი | სათაური = Венчик | ტომი = 4 }}</ref>
 
არანორმალურად განვითარებული გვირგვინის ფურცლების მქონე ყვავილებს ქუჩქუჩა ეწოდება. ასეთებია [[ბაიასებრნი|ბაიასებრთა]], [[მიხაკისებრნი|მიხაკისებრთა]], [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] და [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახების წარმომადგენლები — [[გეორგინა]], [[ასტრა]], [[მიხაკი]], [[ვარდი]], [[ტიტა]], [[ზაფრანა]] და სხვ.<ref name=":0" />