ლალიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 94:
ტაძარში რამოდენიმე წმინდა წყაროა: კანია სპი, კანია ზემზემ, კანია კულავა, კანია შვანა და კანია ბარბაიკე.
 
'''კანია სპი''' — ითვლება ყველაზე წმინდა წყაროდ ეზიდებისათვის. ის მოედინება ლალიშიხ ხეობის მშატის მთიდან. გადმოცემის თანახმად წარღვნის დროს ყველა წყალი აიმღვრა, ამ წყაროს გარდა. ეს წყარო ითვლება „საფუარის“ კვალად, როდესაც იქმნებოდა ხმელეთი. კანია სპის წყაროს წყით ხდება ახალშობილისთვის „შთამომავლობითი ცოდვის“ ჩამობანა. დღესასწაულების დროს კაინა სპის კარებთან მიმდინარეობს რელიგიური ცეკვა სახელად დილანა დარე კანიე, რომელშიც მონაწილეობენ ყველა ეზიდები. მისასალმებელია ცეკვისას ჯგუფში დგომა. დაოჯახებულ წყვილებს არ აქვთ უფლება კანია სპისა და კანია ზემზემის წყალში ერთობლივი შესვლის, რადგანაც ამით ისინი გაზ=ხდებიანგახდებიან სულიერი და-ძმანი. წყაროზე მისასვლელად არსებობს მამაკაცების და ქალბატონების მხარეები.
 
'''კანია ზემზემ''' — წყარო , რომელიც მოედინება მთავარი ტაძრის ქვემოთ არსებული გამოქვაბულიდან. ითვლება, რომ შეიხ ადიმ შექმნა ეს წყარო 40 ბაღდადელი შეიხ-სუფიეს თხოვნით.
 
'''კანია კულავა''' — მდებარეობს ტაძრის ეზოში და გამოიყენება წმინდა ნივთების გადასავლებად.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლალიში“-დან