ლალიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
დადგენილი არაა თავად სატაძრო კომპლექსის აშენების თარიღი. ასურულ-ქალდეველ ღვთისმსახურ რამა იშოს მიხედვით ტაძარი აშენებულია VII საუკუნეში, როგორც ქრისტიანული მონასტერი. ამავდროულად ზოგი მკვლევარი, როგორებიცაა მაგალიტად ერაყელი ისტორიკოსი ჯორჯ ხაბიბი თვლიდნენ რომ ეს მტკიცებულება იყო მცდარი, რადგანაც ძველი დროიდან მოყოლებული ლალიშის ტაძარი ყოვლეთვის ითვლებოდა მზისთაყვანისმცემელთა კულტის ტაძრად, ხოლო მოგვიანებით კი მიტრის ტაყვანისცემის ადგილი. ეზიდთა ზეპირი გადმოცემით ტაძრის ისტორია ასეთია: არაბების შემოსევის შემდეგ ტაძარს დაეპატრონნენ ნესტორიანელი ბერები, რომლებსაც მფარველობდნენ მუსულმანები. XII საუკუნეში შეიხ ადიმ გააერთიანა ეზიდთა ტომები და დააბრუნა ძველი ტაძარი. ტაძარში მოსულს მას ადგილზე დახვდა ბერ მარ იაოანე და მოუწოდა მას დაეთმო ტაძარი მისი ძველი მეპატრონეებისათვის, რომელიც მათ არათუ დაეთანხმა არამედ თხოვა შერთვოდა მათ.
 
 
 
 
ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა [[მალაქ ტაუსი]].
 
[[ასურეთი|ასურეთის იმპერიის]] დროს ლალეში სასწავლებელს წარმოადგენდა. მოგვიანებით, [[X საუკუნე]]ში ის [[არაბები]]ს ხელში აღმოჩნდა. [[1130]] წელს [[შიხადი]]მ გაათავისუფლა ტაძარი და ეზიდებს დაუბრუნა. [[1163]] წელს [[ეზიდიზმი]]ს რეფორმატორი [[შეიხ ადი|შიხადი]] ლალეშში გარდაიცვალა, დაკრძალულია იქვე. ყოველი წლის [[6 ოქტომბერი|6 ოქტომბერს]] მორწმუნე ეზიდები მიდიან ლალეშში, რათა აღსარება თქვან მის საფლავთან.
 
 
==ლალიშის სატაძრო კომპლექსი==
ლალიშის კომპლექსი წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ერთობლიობას.
 
ლალიშის ტაძრის გუმბათი (კუბბა) რელიგიურად და არქიტექტურულად ითვლება ტაძრის უნიკალურ ნაწილად. ეს მოგრძო და წაწვეტებული მრავალწახნაგა კონუსები სიმბოლიზებენ მზის სხივებს, რომლებიც ეშვება ზეციდან მიწაზე. ლალიშის სატაძრო კომოლექსში მსგავსი ტიპის გუმბათი ექვსია.
 
მთავარი ტაძრის თავზე აღმართულია სამი გუმბათი:
# ყველაზე მაღალი — შეხ ადი, რომლის ქვეშ მდებარეობს შეიხ ადის აკლდამა;
# მარჯვნივ — შეხ ხასანი (მალაკ შეხსინი);
# მარცხნივ — შეხ მუსე ანზალი.
 
==წყაროები==
ტაძარში რამოდენიმე წმინდა წყაროა: კანია სპი, კანია ზემზემ, კანია კულავა, კანია შვანა და კანია ბარბაიკე.
 
კანია სპი — ითვლება ყველაზე წმინდა წყაროდ ეზიდებისათვის. ის მოედინება ლალიშიხ ხეობის მშატის მთიდან. გადმოცემის თანახმად წარღვნის დროს ყველა წყალი აიმღვრა, ამ წყაროს გარდა. ეს წყარო ითვლება „საფუარის“ კვალად, როდესაც იქმნებოდა ხმელეთი. კანია სპის წყაროს წყით ხდება ახალშობილისთვის „შთამომავლობითი ცოდვის“ ჩამობანა. დღესასწაულების დროს კაინა სპის კარებთან მიმდინარეობს რელიგიური ცეკვა სახელად დილანა დარე კანიე, რომელშიც მონაწილეობენ ყველა ეზიდები. მისასალმებელია ცეკვისას ჯგუფში დგომა. დაოჯახებულ წყვილებს არ აქვთ უფლება კანია სპისა და კანია ზემზემის წყალში ერთობლივი შესვლის, რადგანაც ამით ისინი გაზ=ხდებიან სულიერი და-ძმანი. წყაროზე მისასვლელად არსებობს მამაკაცების და ქალბატონების მხარეები.
 
კანია ზემზემ — წყარო , რომელიც მოედინება მთავარი ტაძრის ქვემოთ არსებული გამოქვაბულიდან. ითვლება, რომ შეიხ ადიმ შექმნა ეს წყარო 40 ბაღდადელი შეიხ-სუფიეს თხოვნით.
 
კანია კულავა — მდებარეობს ტაძრის ეზოში და გამოიყენება წმინდა ნივთების გადასავლებად.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლალიში“-დან