ლალიში: განსხვავება გადახედვებს შორის

5 498 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
ეზიდიზმის მიხედვით ყველა ეზიდი სიკვდილის შემდეგ ხვდება ლალიშში. ტაძრის შესასვლელში დარგე მირის კარიბჭეში მასზე მიმდინარეობს ზეციური სასამართლო. შემდგომ სული ღვთისმსახურთა დახმარებით უნდა გავიდეს ბეწვის ხიდზე — სარატის ხიდზე. ბეწვის ხიდზე გასასვლელად ეზიდის სული უნდა იყოს წმინდა. ლალიშში არის ხიდი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს სარატის ხიდს — მასზე მომლოცველმა ეზიდებმა სამჯერ უნდა გადაირბინონ. სარატის ხიდთან მისვლამდე აუცილებელია ფეხზე გახდა, რათა წმინდა მიწაზე ფეხს დაადგამს ეზიდი.
 
ლალიშში ყველა ხეს, ბუჩქს და ქვას თავისი სახელი და წმინდა ფუნქცია გააჩნია. ტაძარში არის სამოთხისა და ჯოჯოხეთის სიმბოლური კარიბჭე, სულთა ადგილი, ჯოჯოხეთის მცველთა ადგილი, ანგელოზთა ადგილი, ოცნების ხე და სხვა. ტაძრის ტერიტორიაზე აკრძალულია ხის თუ ტოტების ჭრა: ტაძრის მსახურები (ხლამატკარები) მეურნეობისათვის საჭირო შეშას ეზიდებიან ხეობის გარე ტერიტორიებიდან. ტაძარში შესვლა არ შეიძლება შესასვლელისა და კედლებზე მთხვევის გარეშე, ასევე არ შეიძლება შესვლა თავსაბურავის გარეშე.
 
გადმოცემის მიხედვით ლალიშში ნამყოფები არიან მოსე წინასწარმეტყველი და სოლომონ მეფე. აქვე ცხოვრობდნენ წმინდანები, რომელთა სახელებიც ჰქვია ტაძრის სხვადასხვა კუთხესა თუ ხეობის ადგილს.
 
ლალიში ყოველთვის იზიდავდა, როგორც ეზიდ მორწმუნეებს ისე სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც. შეიხი ადი და მისი მოწაფეები ემსახურებოდნენ ლალიშს, ხოლო ბევრი მათგანი დაკრძალულია ლალიშის ხეობის ტერიტორიაზე. შეიხ ადის აკლდამა მდებარეობს ტაძრის მთავარი გუმბათის ქვეშ და წარმოადგენს მომლოცველ ეზიდთა მთავარ თაყვანისცემის ობიექტს. ტაძარს სწირავენ: ზეითუნის ზეთს, პურს, პირუტყვს და სხვადასხვა საჭირო ნივთს, რომელსაც იყენებენ ტაძრის საჭიროებისათვის. ყოველ საღამოს ტაძრის სახურები ანთებენ ზეთის სანთურებს, ხოლო სამშაბათიდან ოთხშაბათამდე და ხუთშაბათიდან პარასკევამდე მზის ჩასვლამდე ხეობაში წმინდანების სახელზე ინთება მრავალი ზეთის სანათი.
 
ლალიშს იხსენიებს მრავალი შუასაუკუნეების არაბი მოგზაურები (იბნ ასირი, იბნ ხალიკანი, აბულ ფიდა, ხაფიზ ზახაფ, იბნ ვარდი, მაკრიზი, იაფი, შა'რანი და სხვები) შეიხ ადის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელმაც თავის ირგვლივ შეაგროვა ადგილობრივი ეზიდური ტომები და ლალიში კვლავ აქცია ტაძრად.
 
დადგენილი არაა თავად სატაძრო კომპლექსის აშენების თარიღი. ასურულ-ქალდეველ ღვთისმსახურ რამა იშოს მიხედვით ტაძარი აშენებულია VII საუკუნეში, როგორც ქრისტიანული მონასტერი. ამავდროულად ზოგი მკვლევარი, როგორებიცაა მაგალიტად ერაყელი ისტორიკოსი ჯორჯ ხაბიბი თვლიდნენ რომ ეს მტკიცებულება იყო მცდარი, რადგანაც ძველი დროიდან მოყოლებული ლალიშის ტაძარი ყოვლეთვის ითვლებოდა მზისთაყვანისმცემელთა კულტის ტაძრად, ხოლო მოგვიანებით კი მიტრის ტაყვანისცემის ადგილი. ეზიდთა ზეპირი გადმოცემით ტაძრის ისტორია ასეთია: არაბების შემოსევის შემდეგ ტაძარს დაეპატრონნენ ნესტორიანელი ბერები, რომლებსაც მფარველობდნენ მუსულმანები. XII საუკუნეში შეიხ ადიმ გააერთიანა ეზიდთა ტომები და დააბრუნა ძველი ტაძარი. ტაძარში მოსულს მას ადგილზე დახვდა ბერ მარ იაოანე და მოუწოდა მას დაეთმო ტაძარი მისი ძველი მეპატრონეებისათვის, რომელიც მათ არათუ დაეთანხმა არამედ თხოვა შერთვოდა მათ.
 
ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა [[მალაქ ტაუსი]].