ლალიში: განსხვავება გადახედვებს შორის

1 498 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
==სახელწოდება==
არსებობს „ლალიშის“ სახელწოდების რამოდენიმე განსაზღვრება. ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ ის წარმოებულ იქნა ორი ქურთული სიტყვისაგან — ლალ (მუნჯი, უტყვი) და ხიშ, იშ (დუმილი), რაც ნიშნავს — „მუნჯივით მდუმარებას“.
 
==ისტორია==
ეზიდურ წმინდა ტექსტებში წერია, რომ თავიდან დედამიწა წარმოადგენდა უკიდეგანო ზღვას (ოკეანეს). ღმერთმა უბრძანა ანგელოზებს დედამიწაზე დაშვება და შეექმნათ მიწა. ანგელოზები დაეშვნენ უკიდეგანო ზღვაზე და ჩაუშვეს მასში „საფუარი“ და ის შესქელდა — ასე შეიქმნა ხმელეთი. ეზიდიზმის მიხედვით ადგილი სადაც დაეშვნენ ანგელოზები არის სწორედ ის სადაც მდებარეობს ლალიშის ხეობა. „საფუარის“ კვალად ითვლება კანია სპის წყარო (თეთრი წყარო ან წმინდა წყარო). მის წყალს ეზიდები თვლიან წმინდად და იყენებენ მას ეზიდ მომლოცველთა კურთხევისას.
 
 
ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა [[მალაქ ტაუსი]].