ბაზალეთის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(— ქართული საბჭოთა ენციკლოპედია)
No edit summary
'''ბაზალეთის ტბა'''<ref>{{სგსოლ|30}}</ref> — ტბა [[საქართველო]]ში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ქალაქ [[დუშეთი]]ს სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა 5,55 მლნ. მ³. ტბის [[ქვაბული]] წარმოიშვა [[ბაზალეთის პლატო]]ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.<ref name="ქე" />
 
საზრდოობს [[ატმოსფერული ნალექები]]თა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია [[ყინული]]თ, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება [[ლელქაში]] და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-65–6 მ სიღრმემდე [[დუმფარა]]. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს [[ქაშაყი]] და [[ნაფოტა]]; მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.<ref name="ქე">{{ქე|1|326|[[ილია აფხაზავა]]|არა}}</ref>
 
გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო [[წყალმცენარეები]], რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა [[დერმატოლოგია|დერმატოლოგიური]] და [[გინეკოლოგია|გინეკოლოგიური]] დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.<ref name="bazaletilake">[http://www.bazaletilake.ge/bazaleti ბაზალეთის ტბა]</ref>