ვიქტორ დოლიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე დაიბადა ქ. ოზურგეთში 1890 წლის 18 ივნისს ღარიბი გლეხის ოჯახში. ის ბავშვობიდან იპყრობდა ყურადღებას შესანიშნავი სმენით, მეხსიერებითა და იიმპროვიზაციული ნიჭით. მამამისი კარგად მღეროდა და უკრავდა გარმონზე. მიუხედავად ამისა სერიოზულად არ ეკიდებოდა ვაჟის მუსიკალურ აღზრდას.
 
1902 წელს დოლიძეების ოჯახი თბილისში გადასახლდა, სადაც ვიქტორი შეიყვანეს კომერციულ სასწავლებელში. პარალელურად იგი მანდოლინაზე დაკვრას სწავლობდა. მოკლე ხანში ისე დაეუფლა ამ საკრავს, რომ სასწავლებლის მოწაფეებისგან შეადგინა მანდოლინისა და გიტარის დამკვრელთა თვითმოქმედი წრე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. 1910 წელს გამართულ კონკურსში მანდოლინაზე დამკვრელთა შორის დაიკავა პირველი ადგილი. 1912 წელს 22 წლის დოლიძე კიევში ჩავიდა და კომერციულ ინსტიტუტში განაგრძო მეცადინეობა. აქ მას გაუძლიერდა ინტერესი მუსიკისადმი და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი მოწოდება მუსიკა იყო. პარალელურად სწავლობდა კიევის სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში. ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა ცნობილ პედაგოგ ერდენკოსთან. იქვე მოისმინა მუსიკის თეორიული დისციპლინების კურსი. ხუთი წელი, რომელიც მან კიევში გადატარაგააატარა მეტად სასარგებლო აღმოჩნდა მისი მუსიკალური განვითარებისთვის. ინსტიტუტი დაასრულა 1917 წელს.
 
1917 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. კიევიდან დაბრუნებისთანავე მას დაებადა სურვილი დაეწერა ოპერა, რისთვისაც აირჩია ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესა „ხანუმა“. ერთი წლის მუშაობის შემდეგ მან შექმნა პირველი ქართული კომიკური ოპერა — „[[ქეთო და კოტე (ოპერა)|ქეთო და კოტე]]“. ოპერის პრემიერა შედგა 1919 წლის 11 დეკემბერს. ნაწარმოებმა კომპოზიტორს დიდი აღიარება მოუტანა. 1926 წელს სწავლობდა ოსურ მუსიკალურ ფოლკლორს. მან 200-მდე ოსური სიმღერა ჩაიწერა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_დოლიძე“-დან