გაეროს ბავშვთა ფონდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 44:
სამოქმედო გეგმის აღსრულების მიზნით, იუნისეფის მუშაობის წესი წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი ოფისებთან თანამშრომლობის პრინციპს ემყარება. სამოქმედო გეგმა ე.წ პროგრამა გრძელდება 5 წლის ვადით და მიმართულია პრაქტიკული სტრატეგიის შემუშავებაზე ბავშვთა და ქალთა უფლებათა დასაცავად. აღნიშნულ სამუშაოს ზედამხედველობას უწევს რეგიონალური ოფისი, რომელიც პასუხისმგებელია ადგილობრივი ოფისების ტექნიკურ მხარდაჭერაზეც.
 
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი საბჭო შედგება 36 წებრისაგანწევრისაგან, რომელიც ადგენს ფონდის პოლიტიკას, ამტკიცებს პროგრამებს და აკონტროლებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ გეგმებს. აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებსაც ირჩევს [[გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო]] 3 წლით. გამგეობის სამდივნო განთავსებულია [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], სწორად აქ ხდება ფონდის გლობალური პოლიტიკის შემუშავება. აქვს ევროპის და სხვა რეგიონული განყოფილებები, აგრეთვე წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
 
აღმასრულებელი საბჭო ატარებს ყოველწლიურ სესიებს. ფონდის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამდივნო და აღმასრულებელი დირექტორი. [[2018]] წლის 1 იანვრიდან აღმასრულებელი დირექტორი არის ჰენრიეტა ფორე. მის მუშაობას კოორდინაციას უწევს ბიურო, რომელიც შედგება პრეზიდენტისგან და 4 ვიცე-პრეზიდენტისგან, თითოეული ოფიცერი წარმოადგენს ხუთი რეგიონალური ჯგუფიდან ერთ-ერთს. აღნიშნული 5 ოფიცრის არჩევა ხდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ ყოველწლიურად საბჭოს შემადგენლობიდან. პრეზიდენტის არჩევა ყოველწლიური როტაციის პრინციპს ემყარება რეგიონალური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.
წესის თანახმად, უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები არ შეიძლება იყვნენ აღმსრულებელი საბჭოს ოფიცრები.