სვეტიცხოველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
მეტად საჭირო ინფორმაცია შევიყვანე.
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 35:
სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. [[ჯვარი|ჯვრის]] სახე სივრცეშია შექმნილი [[გუმბათი]]ს ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის [[აფსიდი]]თ არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. [[გუმბათი]] ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, [[გუმბათი]]ს ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი [[ფრესკა|ფრესკების]] დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
 
== ფასადი ==
ფასადი სვეტი ცხოველს არ გააჩნდა!!!
[[ფაილი:Sueticxoveli interior.JPG|thumb|left|ტაძრის ინტერიერი (ფრაგმენტი)]]
[[ფაილი:LivingPillar.JPG|thumb|right|250px|ცხოველი-სვეტი<ref>[http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/სვეტი-ცხოველი სვეტი-ცხოველი]</ref>. ესრეთ მრავალნი სასწაულნი იქმნებოდნენ, ვიდრემდის შეუქმნა მეფემანცა საბურველი და ეგრეთ შეეხებოდნენ და განიკურნებოდნენ, და განასრულაცა მეფემან ეკლესია სამოთხესა მას შინა. ხოლო მსმენელმან [[კონსტანტინე დიდი|დიდმან კოსტანტინე]] განიხარა, რამეთუ ჴელთა შინა მისთა მიეფინა ყოველსა ადგილსა მადლი ღვთისა და მეორე, რამეთუ მოსწყდა [[მირიან III|მირიან]] [[სპარსელები|სპარსთა]] და ეგო სიყუარულსა ზედა მისსა. წარმოუვლინა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, [[იოანე I (მთავარეპისკოპოსი)|იოანე ეპისკოპოსი]], მღუდელნი ორნი და დიაკონი სამი და მოუწერა წიგნი ძმობისა კოსტანტინემ და [[მოციქულთასწორი ელენე|ელენემ]] ლოცვისა და სიყუარულისა.
ხოლო მოსლვასავე მათსა ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ივერიელმან ჴელითა მათითა მტკუარსა შინა; არამედ ფეროზ და ერმან მისმან, ურიათა და კავკასიელთა არა, წელსა ქსა ტიჱ ([[318]]), ქართულსა ო<ref>[https://wikisource.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90 საქართველოს ძველი ისტორია]</ref>.]]
 
ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
 
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.
 
== მოხატულობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სვეტიცხოველი“-დან