ხერხემალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
]]
 
'''ხერხემალი''' — [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] ცხოველებისა და [[ადამიანი]]ს საღერძე [[ჩონჩხი]]ს ძირითადი ნაწილი. [[ევოლუცია|ევოლუციურ]] პროცეშიპროცესში ხერხემალმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რასაც მოჰყვა ხერხემლის რამდენიმე განყოფილებად დიფერენცირება.
 
==ხერხემალი ცხოველებში==
[[თევზები]]ს ხერხემალი შედგება 2 განყოფილებისაგან: [[ტანი]]სა და [[კუდი]]საგან. ხმელეთის ხერხემლიანების ხერხემალში 4—5 განყოფილებაა:კისრის, მკერდის, წელის (ზოგ ჯგუფს არ აქვს), გავისა და კუდის. კისრის განყოფილებაში [[ამფიბიები|ამფიბიებს]] აქვთ 1 [[მალა]]; [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლებს]] საშუალოდ — 8; [[ფრინველები|ფრინველებს]] — 11-იდან 25-მდე; ძუძუმწოვრებს ძირითადად — 7 (ზოგჯერ 6 —10). [[ამნიონებიანები]]ს კისრის პირველ ორ მალას — ატლასასა და აქსისს — აქვს განსაკუთრებული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს [[თავი]]ს როგორც დახრას, ისე ბრუნვას. ზოგ ქვეწარმავალს (მაგ. [[ჰატერია]]) ატლასის წინ აქვს კიდევ ერთი მალა — პროატლასი. მკერდის განყოფილების მალებს აქვთ კარგად განვითარებული [[ნეკნები]], რათა უმრავლესობა ესახსრება მკერდის ძვალს და ქმნის [[გულმკერდი|გულმკერდს]] (ამფიბიებს არ გააჩნიათ). ძუძუმწოვრებში მკერდის მალების რაოდენობა იცვლება 9-იდან 24-მდე (უფრო ხშირად 12—15). წელის განყოფილებისათვის დამახასიათებელია [[რუდიმენტული ნეკნები]] და, როგორც წესი, უფრო მოძრავია, ვიდრე მკერდის განყოფილება. ძუძუმწოვრების წელის მალების რაოდენობაა 2-იდან 9-მდე. ამფიბიებსა და [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლების]] ხერხემალში მკერდისა და წელის განყოფილება აშკარად გამოყოფილი არ არის. [[კუდი]]ს განყოფილება კარგად აქვთ განვითარებული ქვეწარმავლებს, შეიცავს მრავალ (15—40) მალას და აქვს მნიშვნელოვანი როლი [[ლოკომოცია]]ში. უკუდო ამფიბიების მალები შეზრდილია ერთ გრძელ ძვლად — [[უროსტილად]]. [[ფრინველები]]ს კუდის მალებიც ასევე შეზრდილია და ქმნიან [[პიგოსტილი|პიგოსტილს]].
ანონიმური მომხმარებელი