მომხმარებელი:Ercwlff/სავარჯიშო 1: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
Tsugrugasheni church. Window of a southern facade (Photo A. Muhranoff, 2011).jpg
Kaspi, Ertatsminda church (13).jpg
 
სლოვენიელი ისტორიკოსი. მილკო კოსთან, ბოგო გრაფენაუერთან და ვასილი მელიკთან ერთად ლუბლიანის ისტორიოგრაფიული სკოლის დამაარსებლად ითვლება.
 
დაიბადა [[ნოვო-მესტო]]ს მახლობლად, სოფელ ბელა ცერკევში, იმდროინდელ [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია|ავსტრია-უნგრეთის იმპერიის]] [[კარნიოლის საჰერცოგო]]ში. ის [[კარინთიელი სლოვენიელები|კარინთიელი სლოვენიელი]] მოსამართლის, დავორინ ცვიტერის, შვილი იყო. მას შემდეგ რაც [[კარინთიის პლებისციტი|კარინთიის პლებისციტმა]] ეს რეგიონი ავსტრიის რესპუბლიკას მიაკუთვნა, ცვიტერის ოჯახმა [[იუგოსლავიის სამეფო]]ს ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა. ნოვო მესტოში სკოლის დამთავრების შემდეგ ფრან ცვიტერი ჩაირიცხა [[ლუბლიანის უნივერსიტეტი|ლუბლიანის უნივერსიტეტში]], სადაც იგი ისტორიასა და გეოგრაფიას სწავლობდა. 1926-1928 წლებში ის სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, 1930-1932 წლებში კი პარიზში [[ალბერ მატიე]]ს მეთვალყურეობის ქვეშ. 1932-1938 წლებში ის ასწავლიდა ლუბლიანას კლასიკურ ლიცეუმში. 1938 წელს გახდა ლუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორი.
 
1930-იან წლებში ცვიტერი აქტიურ საჯარო ცხოვრებას ეწეოდა, აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს მემარცხენე ლიბერალურ ჟურნალებში, მ.შ. „სოდობნოსტ“ და „ლიუბლიანსკი ზვონ“. 1941 წლის აპრილში ღერძის ძალების მიერ იუგოსლავიის დაპყრობიდან ცოტა ხანში „[[სლოვენიელი ხალხის განმათავისუფლებელი ფრონტი|სლოვენიელი ხალხის განმათავისუფლებელ ფრონტს]]“ შეუერთდა. იმავე წლის მაისში იგი [[ლუბლიანის პროვინცია|ლუბლიანის პროვინციის]] იტალიურმა საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 1942 წლის მარტში იგი კვლავ დააპატიმრეს და გაგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკში, [[აპრიკა]]ში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე. [[იტალიის ზავი]]ს შემდეგ, ცვიტერი სლოვენიაში დაბრუნდა და პარტიზანებს შეუერთდა. 1944 წლის იანვრიდან 1945 წლის მარტამდე მან შექმნა და უხელმძღვანელა „განმანთავისუფლებელი ფრონტის აღმასრულებელი საბჭოს სამეცნიერო ინსტიტუტს“, რომელიც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპაში უნიკალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ინსტიტუტი ძირითადად სასაზღვრო პრობლემებზე მუშაობდა და ამზადებდა ექსპერტიზებს იუგოსლავიის ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რომელიც იტალიას [[ვენეცია-ჯულია]]ს, [[ავსტრია]]ს კი კარინთიას ედავებოდა. 1945 წელს ის გადავიდა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ექსპერტად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის საკითხებზე.
 
1945 წლის შემდეგ ფრან ცვიტერი ლუბლიანაში დაბრუნდა და ლუბლიანის უნივერსიტეტის ისტორიის განყოფილებაში სწავლებას შეუდგა. 1952-1954 წლებში ის ამ უნივერსიტეტის რექტორი იყო. 1953 წელს სლოვენიის, 1961 წელს იუგოსლავიის, 1970 წელს კი სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. 1975-1978 წლებში გამომცემლობა „სლოვენიური საზოგადოების“ პრეზიდენტის თანამდებოდა ეკავა.
</gallery>
მინდა კაზრეთი სათხე იკორთა