იეჟი თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 17:
იეჟი თუმანიშვილმა ომი კაპიტნის ჩინით დაასრულა. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. მათ შორის, პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენით –„ვირტუტი მილიტარით“. არც მშვიდობიან დროს შეურცხვენია თავი და პოლონეთის მთავრობის მიერ მისი მრავალგზისი დაჯილდოებით აღინიშნა.
 
[[1950]] წლიდან იეჟი თუმანიშვილი [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ეს დაგეგმილი არ ჰქონდა. სავაჭრო გემი, რომელზედაც ის მსახურობდა როგორც ბორტის ოფიცერი, [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკსა]] და [[სამხრეთსამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] პორტებს შორის დაცურავდა. ამ გემით მრავალი ქალაქი მოინახულა: [[ბუენოს-აირესი]], სანტოსი, [[მონტევიდეო]], [[რიო დე ჟანეირო]], ტრინიდადი, ამაზონის შესართავის პორტებში და კუნძულ [[ბარბადოსი|ბარბადოსზე]] კი იყო, მაგრამ ერთ დღესაც გემი გაიყიდა და მთელი მისი ეკიპაჟი უმუშევარი დარჩა. ნიუ-იორკში ჩარჩენილმა ლონგ აილენდში, ფერმაში დაიწყო მუშაობა. ეს ადგილი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა იქ დასახლება. გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა [[ინგლისი|ინგლისში]], ემიგრაციისათვის საჭირო დოკუმენტები გააფორმა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ მთელი ოჯახი ნიუ-იორკში გაემგზავრა.
 
იეჟი თუმანიშვილი პენსიაზე შედარებით ადრე, [[1977]] წელს გავიდა. ოჯახი დასახლდა ორიგონის შტატში 15 ჰექტარიან ფერმაში, რომლის მდებარეობაც ძალიან წააგავს კავკასიის მთისწინა ადგილებს. იეჟიმ დააფუძნა საკონსულტაციო ფირმა, რომელსაც მისი შვილი, სტეფანეც შეუერთდა. ფირმა ერთჯერადი შპრიცების, რეზინის ხელთათმანებისა და სხვა ამგვარი პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამ სფეროში მუშაობამ საშუალება მისცა მეუღლესთან ერთად თითქმის მთელ მსოფლიოში ემოგზაურა. მრავალგზის ესტუმრა პოლონეთსაც.