ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი დაიბადა [[1895]] წლის [[15 ივნისი|15 ივნისს]] ქ. [[სტრასბურგი|სტრასბურგში]], რომელიც მაშინ [[გერმანიის იმპერია]]ს ეკუთვნოდა. [[1914]] წელს იგი [[კაიზერლიხე მარინე]]ს რიგებში შევიდა. [[პმოპირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] გამოჩენილი მამაცობისათვის იგი [[1917]] წელს [[ლეიტენანტი]] გახდა და [[1918]] წლის ივნისში გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტში. ომის დასასრულამდე ფრიდებურგი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე "SM-U 114".
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დამთავრების შემდეგ იგი [[რაიხსმარინე]]ს რიგებში დარჩა. [[1932]] წელს იგი [[რაიხსკანცლერი|რაიხსკანცლერ]] [[შლაიხერი, კურტ ფონ|კურტ ფონ შლაიხერის]] რეფერანტი გახდა. [[1933]] წელს მას „კორვეტენკაპიტნის" ჩინი მიენიჭა და გადაიყვანეს [[რაიხსვერი]]ს სამინისტროში, ხოლო [[1934]] წელს [[ვერმახტის უმაღლესი მთავარსადლობა|ვერმახტის უმაღლეს მთავარსადლობაში]]. [[1939]] წლის [[6 ივნისი|6 ივნისს]] ფრიდებურგი დაინიშნა წყალქვეშა ნავის „U 27"-ის მეთაურად, თუმც ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმსახურია და იმავე წლის [[9 ივლისი|9 ივლისს]] გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტის მეთაურ [[დენიცი, კარლ|კარლ დენიცთან]] არსებული საორგანიზაციო განყოფილების შტაბსოფიცრის თანამდებობაზე. [[1939]] წლის სექტემბერში იგი ამ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.