ანტონი (აბაშიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "აბაშიძე_ია_გომელაურისგან_(3).jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ JuTa-ს მიერ. მიზეზი: Source of derivative work not specified since 14 September 2020.
იარლიყი: ხელით გაუქმება
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[ფაილი:Святой Антоний Абашидзе, схиархиепископ.jpg|მინი|წმიდანი ანტონი (აბაშიძე)]]
 
[[აბაშიძეები|აბაშიძეთა]] თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი ანტონ აბაშიძე (ერისკაცობაში დავით ილიას ძე) დაიბადა [[ვეჯინი|ვეჯინში]] [[1867]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]]. დედის მხრიდან ბაგრატიონებს ენათესავებოდა. აღზრდა წარმომავლობის შესაბამისი მიიღო, დაამთავრა ტფილისის გიმნაზია. იყო ჩაუქი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე. ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების ([[1891]] წ.) შემდეგ, ბრწყინვალე საერო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად იმავე წელს [[კიევი|კიევის]] სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა და ბერად აღიკვეცა დიმიტრის სახელით (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). [[1896]] წელს დაამთავრა აკადემია და ტფილისის სასულიერო სემინარიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. სემინარიის მოსწავლეთა შორის იყო [[იოსებ ჯუღაშვილი|იოსებ ჯუღაშვილიც]], რომელთან ურთიერთობამაც, როგორც ამბობენ, ანტონ აბაშიძე [[1930-იანი წლები|30-იანი]] წლების რეპრესიებს გადაარჩინა.