ჟან ლუი კაბანისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ჟან ლუი კაბანისი''' ({{lang-de|Jean-Louis Cabanis}}; დ. [[8 მარტი]], [[1816]], [[ბერლინი]] — გ. [[20 თებერვალი]], [[1906]], იქვე) — გერმანელი [[ორნითოლოგი]]. [[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტში]] შეისწავლა ბუნებისმეტყველება. შემდეგ წამოიწყო ზოოლოგიური მოგზაურობა [[ამერიკა]]ში, სადაც [[ჩრდილოეთი კაროლინა|ჩრდილოეთ]] და [[სამხრეთი კაროლინა|სამხრეთ კაროლინაში]] წელიწადნახევარზე მეტი გაატარა და მდიდარი კოლექცია შეაგროვა. [[ბერლინი|ბერლინში]] დაბრუნების შემდეგ ზოოლოგიის მუზეუმში დაიწყო მუშაობა, [[1874]] წელს დაინიშნა პროფესორად. კაბანისის კვლევებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია [[ფრინველები|ფრინველთა]] სისტემატიკაში; თავის ნაშრომებს აქვეყნებდა ჟურნალებში „Archiv für Naturgeschichte“ ([[1841]]) და „Museum Heineanum“ ([[1850]]–[[1863]]); ფრინველთა შესახებ სტატიებს ამუშავებდა აგრეთვე „Reisen in Britisch-Guyana“-სა ([[1848]]) და „Reisen in Ostafrica“-ში ([[1869]]). [[1853]] წელს დააარსა „Journal für Ornithologie“, რომელიც [[1868]] წლიდან წარმოადგენს აგრეთვე კაბანისის მიერ დაარსებული [[გერმანელ ორნითოლოგთა საზოგადოება|გერმანელ ორნითოლოგთა საზოგადოების]] ორგანოს.<ref>{{რუსული წიგნი | ნაწილი = Кабанис, Жан-Луи | სათაური = [[ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი|Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона]] | ტომი = XIIIa | გვერდი = 777 | წელი = 1894 | ადგილი = СПб. | ნაწილის ბმული = https://ru.wikisource.org/wiki/ЭСБЕ/Кабанис,_Жан-Луи}}</ref>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 8 მარტი]]