ალექსანდრე ჟორჟოლიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
| გამორჩეული როლები =
}}
'''ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი''' (დ. [[8 თებერვალი]] <small>[ძვ. სტ. 27 იანვარი]</small>, [[1888]], [[ოზურგეთი]] — გ. [[24 ივნისი]], [[1969]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ([[1942]]).
 
== ბიოგრაფია ==
[[1911]] წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა [[ბაქო]]სა (1913–1918) და თბილისში (1918–1920). ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან [[რუსთაველის თეატრი|შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრში]]. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი (ნ.[[ნინო ნაკაშიძე|ნინო ნაკაშიძის]] „ვინ არის დამნაშავე“), დიტო (ვ.[[ვალერიან შალიკაშვილისშალიკაშვილი]]ს „უნიადაგონი“), კოწია (შ.[[შალვა დადიანისდადიანი]]ს „გუშინდელნი“, მინისტრის მდივანი (ნ.ნატალია აზიანი დონდაროვა|ნატალია აზიანი აზიანისდონდაროვის „დეზერტირკა“) და სხვა. [[1928]] წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა [[მარჯანიშვილის თეატრი|კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრში]]. [[კონსტანტინე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილთან]] მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი აქტიორული სკოლა, ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით.
 
მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე, როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე ([[პოლიკარპე კაკაბაძე|პოლიკარპე კაკაბაძის]] „ყვარყვარე თუთაბერი“), გოჩოლავა ([[შალვა დადიანი]]ს „კაკალ გულში“), მოსე მწერალი ([[ეგნატე ნინოშვილი]]ს „გურია“), ხანანია ([[გერცელ ბააზოვი]]ს „იცკა რიჟანიშვილი“), ბენ აკობა ([[კარლ გუცკოვი]]ს „ურიელ აკოსტა“), დარისპანი ([[დავით კლდიაშვილი]]ს „დარისპანის გასაჭირი“), კირკიტა ([[მიხეილ ჯაფარიძე|მიხეილ ჯაფარიძის]] „ჟამთაბერის ასული“), ილიკო ([[ნოდარ დუმბაძე|ნოდარ დუმბაძის]] „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა.