ვალერიან შალიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
 
==ბიოგრაფია==
საშუალო განათლება მიიღო კავკავის რეალურ სასწავლებელში, სადაც ოთხი კლასის კურსი დაამთავრა. პანსიონში რუსულად სწავლის გამო დაავიწყდა [[ქართული ენა]]. 17 წლისამ დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს ალექსი-მესხიშვილის დასში. ისი პირველი როლი იყო დე-სილა სპექტაკლში „ურიელ აკოსტა“. 1905 წელს პირველი წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“. 1907 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. 1909 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში სამხატვრო თეატრის სარეჟისორო კურსებზე. გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებდა ლექციების ჩანაწერებს. მალე დაავადდა [[ტუბერკულოზი]]]თ. 1910 წელს დაბრუნდა თბილისში. იყო სარეჟისორო საბჭოს წევრი ლ. მესხიშვილთან და ვ. გუნიასთან ერთად. 1910-1912 წლებში მიიწვიეს ხონის თეატრში. რამდენიმე თვე მოსკოვში გაატარა. ამ დროიდან დაიწყო მინიატურების, ფელეტონების და სცენების წერა. აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების შესახებ. თავდაპირველად წერდა ვაკლიკო გურულის ფსევდონიმით. 1917 წელს იყო მსახიობთა კავშირის აქტიური წევრი. 1918 წელს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა [[ჯაბადარის დრამატული სტუდია|ჯაბადარის სტუდია]]ში. ქართულ სცენაზე ამკვიდრებდა სამხატვრო თეატრის შემოქმედებით პრინციპებს. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში. ზაფხულობით დადიდა სოფლებსა და დაბებში სამუშაოდ.
 
==შემოქმედება==