ვიტორიო ემანუელე III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
ვიტორიო ემანუელემ სახელმწიფო საქმიანობაში, თავი ფრთხილ პოლიტიკოსად გამოავლინა. მან შეასუსტა რადიკალების წინააღმდეგ რეპრესიები, ზრუნავდა სანალოგო და სასამართლო სისტემების დახვეწაზე. კოლონიზაციისგან იგი ჯერ თავს იკავებდა. [[1911]] წელს, ნაციონალისტების გავლენით, მან [[თურქეთი]]ს წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც [[ტრიპოლი]]სა და [[კირენაიკი]]ს ოკუპაციით დამთავრდა. საგარეო პოლიტიკაში მეფე თანდათან შორდებოდა [[გერმანია]]ს და [[ავსტრია-უნგრეთი|ავსტრია-უნგრეთს]] და უახლოვდებოდა [[ანტანტა]]ს. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყების შემდეგ, იგი დიდხანს ვაჭრობდა ორივე მხარესთან, თუ ვინ მეტ ტერიტორიებს დაპირდებოდა. საბოლოოდ იგი იმ დასკვნამდე მივიდა რომ [[საფრანგეთი]] და [[დიდი ბრიტანეთი]] გაიმარჯვებდნენ და [[1915]] წლის მაისში ჩაება ომში ანტანტის მხარეს.
 
შემდეგ წლებში იტალიის არმია რამდენიმეჯერ მძიმედ დამარცხდა, და მხოლოდ მოკავშირეთა დახმარებამ გადაარჩინა იტალიის ფრონტი. ამის გამო [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია]]ზე იტალიის როლი უმნიშვნელო იყო, და მიიღო ნაკლები ვიდრე ელოდა, მხოლოდ [[ტრენტინო]], [[ალტო ადიჯე]], [[ისტრია]] და [[ტრიესტი]], [[დალმაცია]]ზე და [[ფიუმე]]ზე მოკავშირეებმა უარი უთხრეს. ისევე როგორც იტალიელი ნაციონალისტები, ვიტორიო ემანუელეც გაბრაზებული იყო და მიიჩნევდა, რომ ”იტალიას მოპარეს გამარჯვება”.
 
ომის შემდეგ ქვეყანა მოიცვა სოციალისტურმა და ეროვნულმა მოძრაობებმა. ვიტორიო ემანუელე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სერიოზულად განიცდიდა იტალიის მონარქიის ბედს. ხანგძლივი ორჭოფობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ცუდსა და უარესს შორის ცუდი აერჩია და [[ბენიტო მუსოლინი]]ს დაუკავშირდა. [[1922]] წელს [[ფაშიზმი|ფაშისტებმა]] [[რომი]] აიღეს. მეფემ გადატრიალებას ხელი არაფრით არ შეუშალა, თუმცა არმია მის მხარეზე იყო და მზად იყო პუტჩი შეეჩერებინა. ოქტომბერში მეფემ მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და საგანგებო უფლბები მიანიჭა.