ფიდიასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 21:
აკროპოლისის პართეონს (ტაძარს) მისი და მისი სკოლის წარმომადგენელი სკოლის ოსტატთა რელიეფები და ქანდაკებები ამშვენებდა. ფიდიასის ნამუშევრთა დიდი ნაწილი ჩვენამდე არ მოაღწეულა, მათზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს რომაული ასლები. აკროპოლისში მან შექმნა ათენას (სიბრძნის ქალღმერთი) ქანდაკება, რომელიც პართენონის ტაძრის ნაოსში იდგა. რომაული ასლები გვამცნობს, რომ ის იყო 11 მეტრი სიმაღლის ხის გამოსახულება (სხვა წყაროს მიხედვით კი ის 7 მეტრი სიგრძის ქანდაკება იყო), ძვირფასი მასალებით დაფარული: საჭურველი და სამოსი ოქროთი, ხოლო სხეული სპილოს ძვლით. თვალები ძვირფასი თვლებისგან ჰქონდა გაკეთებული. ქალღმერთის ოქროს მუზარადზე გრიფონიები იყო, ფარის უკან კი ცისფერთვალა დახვეული გველი (როგორც სიბრძნის სიმბოლო). ათენას ფარის გარეთა და შიდა მხარეს ღმერთების და ტიტანების ბრძოლა იყო გამოსახული. ამ სცენებში ფიდიასმა პერიკლე და თავისი თავი გამოსახა<ref>{{Cite journal|last=Filonik|first=Jakub|date=2013|title=Athenian impiety trials: a reappraisal|url=|journal=Dike|issue=16|pages=26-33|doi=10.13130/1128-8221/4290|pmid=|access-date=}}</ref>, რისთვისაც ფიდიასი ღმერთების შეურაცხყოფისთვის დასაჯეს (მცირე ხნით საპყრობილეში ჰყავდათ გამოკეტილი). ქალაქის მფარველი ქალღმერთი ათენა ათენის ყველა კუთხიდან ჩანდა და აღფრთოვანებას იწვევდა.
 
ასევე ფიდეას ეკუთვნის „ათენა პრიმაქოსისის“ ქანდაკება,რომელიც შექმნილია დაახლოებით .ძვ.წ 460 წ, [[სპარსელები|სპარსელებთან]] გამარჯვების აღსანიშნავად. ფიდიასსვე ეკუთვნის მსოფლიოს 7 საოცრებაში შესული ზევსის 1317 მეტრიანი (ის იმ დროისთვის ყველა აგებულ ტაძარზე მაღალი იყო) ხის ქანდაკება ოლიმპიიდან, რომელზეც ფიდიასი თავის მოსწავლე (კოლოტოსთან) და მის ძმასთან (პენეტთან) ერთად მუშაობდა. ქანდაკების ზედაპირი მოპირკეთებული იყო [[ოქრო]]თი და [[სპილო]]ს ძვლით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ფიდიასი დასაჯეს იმისთვის, რომ ვითომდა მან ზევსის ქანდაკებისთვის საჭირო ოქრო მოიპარა, ხოლო ისტორია მოწმობს, რომ მან თავისი ფულით იყიდა ის. ფიდიასის ნამუშევრებიდან შემორჩენილია პართენონის შემამკობელი ქანდაკებები, რომელთაგანაც აღსანიშნავია ირიდას (ცისარტყელას ქალღმერთის) ქანდაკება. ფიდიასის გარდაცვალებისთვის ათენის აკროპოლისის რესტავრაცია (აღდგენა) დასრულებული არ უნდა ყოფილიყო.
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიდიასი“-დან