ქრისტიანული დემოკრატია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
 
'''ქრისტიანული დემოკრატია''' - [[ეკლესია|ეკლესიისგან]] ავტონომიური [[პოლიტიკური მოძრაობა]], რომელიც გამოდის პოლიტიკურ არენაზე სოციალური და [[ეკონომიკა|ეკონომიკური]] პრობლემების გადაჭრის დაპირებით, [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] პრინციპების დაცვით.
 
ევროპაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის იდეოლოგი იყო [[კათოლიციზმი|კათოლიკური ეკლესია]], თუმცა მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოძრაობა შესაბამისად [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლურ]] დოგმატებს იცავს. მოძრაობის ძირითადი მიზანია ქრისტიანული მოსახლეობის, მისი იდენტურობის დაცვა და თანამედროვე [[საზოგადოება]]ში ადგილის დაკავება. თავდაპირველი დოქტრინის თანახმად ქრისტიანული დემოკრატია მოუწოდებდა [[ჰარმონია|ჰარმონიისკენ]] ურთიერთდახმარებასა და [[სამართლიანობა]]ს შორის. მომავალში იდეოლოგიას დაემატა რამდენიმე სხვა კონცეფციაც - [[სუბსიდიარობა]], [[პერსონალიზმი]], [[სოლიდარიზმი]], [[პოპულარიზმი]] და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა.
 
[[მმო|მეორე მსოფლიო ომისომი]] შემდგომ პერიოდში მოძრაობამ ითამაშა სერიოზული როლი დასავლეთ [[ევროპა]]ში ლიბელარული დემოკრატიის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში. ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიებმა შეცვალეს [[ჩილე]]ს, [[იტალია|იტალიისა]], [[გერმანია|გერმანიის]] და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის დიქტატორული რეჟიმი. დღეისათვის ქრისტიან-დემოკრატები გამოხატავენ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მისწრაფებას. ქრისტიან-დემოკრატები მიისწრაფებიან სოციალური სახელმწიფოსკენ პიროვნებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენახვის პირობით. პოლიტიკურ სპექტრში მიისწრაფიან ცენტრიზმისკენ.
 
== პრინციპები ==