ისააკის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|ru}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Saint Isaac's Cathedral in SPB.jpeg|thumb|300px|წმინდა ისააკის ტაძარი]]
[[ფაილი:Inside dome St. Isaac Cathedrale St. Petersburg 20021008.jpg|thumb|300px|ტაძრის თაღის მოხატულობა.]]
'''წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარი''' ([[რუს.]] Исаа́киевский собор) — უდიდესი [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] ტაძარი [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]], [[რუსეთი]], მისი აგების პერიოდში წარმოადგენდა უდიდეს ქრისტიანულ ეკლესიას რუსეთში (101.5 მ. სიმაღლით). ტაძარი აგებულია [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიკურ]] სტილში ბიზანტიური ჯვრის ეკლესიის ნიმუშზე და მიეძღვნა წმ. ისააკ დალმაციელს, [[პეტრე დიდი|პეტრე დიდის]] მფარველ წმინდანს.
 
ტაძრის მშენებლობა ბრძანა იმპერატორმა [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-მა ადრინდელი რინალდისეული სტრუქტურის ადგილას. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რამდენიმე პროექტი განიხილა, მათ შორის იყო ფრანგი ოგიუსტ დე მონფერანის (1786 - 1858) ნამუშევარიც, რომელიც ნაპოლეონის დიზაინერი შარლ პერსიეს ატელიეში იყო განსწავლული. მონფერანის პროექტი კომისიის ზოგიერთმა წევრმა დაიწუნა მისი ოთხი იდენტური კოლონადის მშრალი ცივი რიტმულობის გამო. თუმცა იმპერატორმა, რომელიც არქიტექტურის პომპეზურ იმპერიულ სტილს ამჯობინებდა, კომისიის გადაწყვეტილება მონფერანის სასარგებლოდ შეცვალა.
 
ტაძრის მშენებლობა 40 წელს (1818-1858) გაგრძელდა მონფერანის ზედამხედველობის ქვეშ. საბჭოთა მმართველობის პერიოდში შენობა ჯერ მიტოვებული იყო, შემდეგ კი [[ათეიზმი|ათეიზმის]] მუზეუმად გადაკეთდა. [[მმო|მეორე მსოფლიო ომისომი]] დროს გუმბათი ნაცრისფრად შეიღება მტრის ბომბდამშენებისგან დასაცავად. ამჟამად ტაძარში ლოცვის უფლება ნებადართულია მხოლოდ მის მარცხენა კაპელაში, მთავარ ნაწილში კი დღესასწაულების დროს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისააკის_ტაძარი“-დან