პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 7:
„[[პოლიტიკური რეპრესია|რეპრესია]]“, „[[ტერორის მმართველობა|ტერორი]]“ და სხვა მსგავსი სიტყვები, ადრეულ საბჭოთა პერიოდის საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი სამუშაო ტერმინები იყო.
 
იმ დროს, რეპრესირებულებს ხალხის მტრებს უწოდებდნენ. სახელმწიფოს მიერ დასჯა ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ სიკვდილს, უდანაშაულო ადამიანების გაგზავნას [[გულაგი|გულაგებში]], ძალადობრივ გადასახლებას და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გარკვეულ პერიოდში, "სამშობლოს მოღალატის" ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების ჩათვლით, როგორც "სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი". რეპრესიებს ახორცილებდნენ [[ჩეკა]], მისი მემკვიდრე უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები. რეპრესიები შეიძლება დაიყოს როგორც პერიოდებად, ასევე თემატურად: წითელი ტერორი, კოლექტივიზაცია, დიდი წმენდა, ექიმთა საქმე და სხვა. რეპრესიები ხორციელდებოდა, როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც [[IIმეორე მსოფლიო ომი]]ს დროს წითელმა არმიამ "გაათავისუფლა", [[ბალტიისპირეთი|ბალტიისპირეთის ქვეყნებისა]] და [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპის]] ჩათვლით.<ref>[[ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო|Anton Antonov-Ovseenko]] ''[[Beria]]'' (Russian) Moscow, AST, 1999. [http://fictionbook.ru/author/antonov_ovseenko_anton/beriya/antonov_ovseenko_beriya.html Russian text online] </ref>
 
სახელმწიფო რეპრესიებმა გამოიწვიეს წინააღმდეგობა, რომელიც სასტიკად იხშობოდა სამხედრო ძალებით. ასეთი იყო [[ტამბოვის ამბოხება]], [[კრონშტადტის ამბოხება]] და [[ვორკუტის აჯანყება]]. ტამბოვის ამბოხების დროს, ბოლშევიკურმა სამხედრო შენაერთებმა სამოქალაქო პირებისა და ამბოხებულთა სოფლების წინააღმდეგ [[ქიმიური იარაღი]] გამოიყენეს.<ref name="Tambov"> [http://gulag.ipvnews.org/article20061017.php B.V.Sennikov. ''Tambov rebellion and liquidation of peasants in Russia''], Publisher: Posev, 2004, ISBN 5-85824-152-2 [http://www.rusk.ru/vst.php?idar=321701 Full text in Russian] </ref> ხშირად, სოფლების წარჩინებული მოქალაქეები მძევლად აყავდათ, რომელთაც სიკვდილით სჯიდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ამხობული მებრძოლები არ ნებდებოდნენ.<ref name="Black">Courtois, Stephane; Werth, Nicolas; Panne, Jean-Louis; Paczkowski, Andrzej; Bartosek, Karel; Margolin, Jean-Louis & Kramer, Mark (1999). ''The Black Book of Communism: Crimes, Terror, Repression''. [[Harvard University Press]]. ISBN 0-674-07608-7 </ref>
ხაზი 20:
== რეპრესიები 20–იან წლებში==
===რეპრესიები ანექსირებულ საქართველოში===
 
 
==სტალინური რეპრესიები==
Line 28 ⟶ 27:
[[სტალინი]]ს მიზანი, სწრაფად გადაექცია საბჭოთა კავშირი ინდუსტრიალიზებულ ქვეყნად, უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის აუცილებლობას როგორც მზარდი რაოდენობის მუშების გამოსაკვებად, ისე ვალუტის გამოსამუშავებლად, რათა უცხოური ტექნოლოგია შეეძინათ მარცვლეულის ექსპორტის მეშვეობით. პრობლემის მოგვარების გზად მან კოლექტივიზაცია გამოაცხადა - გლეხების იძულება, უარი ეთქვათ თავიანთ მიწებზე და სახელმწიფოს კუთვნილ, სახელმწიფოს მიერ მართულ უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ემუშავათ.
 
საბჭოთა წყობილების მიერ სოფლად გატარებული რეფორმები ცნობილია „სოფლის კოლექტივიზაციის“ სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო სოფლად კერძო საკუთების ლიკვიდაცია და კოლექტიური მეურნეობის შექმნა. 20-იან წლების დამდეგს სოფლად მემამულური და მსხვილი მიწისმფლობელობის სხვა ფორმების ლიკვიდაციამ საბჭოთა ხელისუფლებას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მიწის მესაკუთრე გლეხობისთვის, ბოლშევიკების მიერ შეთავაზებული სოციალური იდეები მიუღებელი აღმოჩნდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლება კერძო საკუთრების წინააღმდეგი იყო მაგრამ , მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლება ერთ დროს პოლიტიკური მოსაზრებით გლეხებისთვის მის მიერვე ნაჩუქებ მიწებს უკანვე ვერ წაართმევდა. ასეთი ნაბიჯი გლეხობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. არადა თუ მიწები კერძო მესაკუთრე გლეხობის ხელში დარჩებოდა , ცხადია, მათ ხელშივე დარჩებოდა პურით და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქციით ქალაქის მოსახლეობის და უზარმაზარი არმიის მომარაგების საქმე. ამას კი საბჭოთა ხელისუფლება არ დაუშვებდა, რადგან საბჭოთა ხელისუფლებას გლეხობისთვის მიწის წართმევა არ შეეძლო, შემუშავდა სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის სხვა ფორმა. ვითომდა სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობისთვის წვრილი გლეხური მეურნეობები გააერთიანეს , კოლექტიურ მეურნეობებში (კოლმეურნეობებში). კოლმეურნეობაში შესული გლეხის მიწა და სხვა ქონება ხდებოდა მთელი კოლექტივის საკუთრება. მიღებული მოსავალიც კოლექტივის წევრებზე ნაწილდებოდა. თავდაპირველად სახელმწიფო კოლმეურნობის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. შემდგომ წლებში კოლმეურნეობები ვალდებული გახადეს სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეგმების შეესრულებინა და ამასთანავე ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ღარიბი გლეხობა რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა ნებაყოფლობით გაერთიანდა კოლმეურნეობებში. საშუალო გლეხობა მერყეობდა, ხოლო მდიდარი გლეხობა (კულაკობა) სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი საკურთრების კოლექტიურად გადაქცევის. საბოლოოდა საბჭოთა ხელისუფლებამ ღარიბ გლეხობაზე დაყრდნობით მოახერხა კოლაკობის წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლად კოლმეურნეობები დაამყარა.
 
1929-1939 წლებში 5 %-დან 99 %-მდე გაიზარდა იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც კოლექტიური ფერმები აკონტროლებდნენ. გლეხობა წინააღმდეგობას უწევდა სტალინის ამ კამპანიას - კოლექტივიზაციას გმობდნენ, როგორც „მეორე ბატონ-ყმობას“ და ბოლშევიკური რევოლუციის ღალატს, რადგან რევოლუცია გლეხებს „მშვიდობას და მიწას“ ჰპირდებოდა. ამას ემატებოდა მორწმუნე გლეხებში გავრცელებული შეხედულება, რომ საბჭოთა მთავრობა ანტიქრისტე იყო და კოლექტიურ ფერმებში გაწევრიანება სულის ჯოჯოხეთისთვის გაწირვას უდრიდა. კოლექტივიზაციის დესპოტურად და არასწორად მართვას და გლეხების აქტიურ წინააღმდეგობას საზარელი შიმშილობები მოჰყვა 1930-იანი წლების დასაწყისში. მარტო უკრაინაში გარდაიცვალა 3,5 მილიონამდე ადამიანი. სხვა მონაცემებით უკრაინის [[ჰოლოდომორი|ჰოლოდომორს]]ს შეეწირა ათი მილიონი ადამიანი. შიმშილობას მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ევროპულ ნაწილშიც, ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში. შიმშილმა და სასოწარკვეთამ 1,5 მილიონამდე ადამიანს აიძულა მეზობელ ჩინეთში ემიგრაცია.
 
საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილი იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნებით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზული დასაყრდენი ნახა. კოლექტივიზაციის პროცესში უამრავი უსამართლობა იქნა დაშვებული, ამ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა კატასტროფულად დაეცა.
Line 38 ⟶ 37:
 
რეპრესიების ზოგიერთი აქტიური ორგანიზატორი (გ. იაგოდა, ნ. იეჟოვი, ნ. კრილენკო, პ. პოსტიშევი, ვვ. აბაკუმოვი) თავად გახდნენ მათი მსხვერპლი, სხვები (ლავრენტი ბერია, ვ. დეკონოზოვი და შსს-სა და სუკ-ის თანამშრომელთა სხვა ჯგუფი) გასამართლებულ იქნენ უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რეპრესიების ორგანიზატორთა ფართომასშტაბანი დევნით დაინტერესებული არ იყო, ვინაიდან თავად იყო მასში მონაწილე. 1956 წლის შემდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობის ბრალდება შეიძლება გამოყენებულიყო მსხვილი პარტიული ლიდერის თანამდებობიდან გადასაყენებლად პოლიტიკურ ბრძოლაში, თუმცა ასეთი შემთხვევები განკერძოებული იყო, ხოლო წლიდან ამგვარი პრეცედენტი აღარ განმეორებულა.
 
====დიდი წმენდა საქართველოში====
პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო ძლიერდებოდა , მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. 1. მოსახლეობის უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად. 2. კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 3. ძველი ინტელიგენცია, რომელიც არასდროს შერიგებია საბჭოთა სისტემას. ყველა ამ მიზეზთა გამო ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძლიერი ოპოზიციური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.
 
იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.
 
30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ გამოჩენილი მწერალი : მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა . პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით დასაჯეს: მიხეილ კახიანი, [[მამია ორახელაშვილი]], ლევან ღოღობერიძე, [[ბუდუ მდივანი]], მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები.
 
===გენოციდი, ეთნიკური წმენდა და ერების გადასახლება===
ხაზი 77:
მანამდე, 2009 წელს 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაცხადეს.
 
ვიდრე დადგენილებას მიიღებდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ 1939 წლის 23 აგვისტო ევროპის უახლოესი ისტორიის უმძიმესი თარიღია. ამ დღეს დადებული ხელშეკრულების საიდუმლო ოქმების მიხედვით განისაზღვრა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ინტერესთა სფეროები, რამაც საზღვრების რღვევასა და რეპრესიების ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი: კატინის ცნობილი ტრაგედიას, მასობრივ დეპორტაციებს (მოსახლეობის დაპატიმრება, გაციმბირება) და სხვა .
 
1939 წლამდე ტოტალიტარული ქვეყნები რეპრესიებს, ძირითადად, საკუთარი ხალხების წინააღმდეგ მიმართავდნენ, 1939 წლის 23 აგვისტოს შემდეგ კი სისტემატური ხასიათი შეიძინა ძალადობამ დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ. საქართველოს პარლამენტის წევრის [[ნუგზარ წიკლაური]]ს თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტოტალიტარიზმი ცალკე რომელიმე სახელმწიფოსა და ერის პრობლემა როდია: „როცა ვსაუბრობთ ტოტალიტარიზმზე, ვსაუბრობთ იმაზეც, რომ თუკი შენ დაუშვებ, რომ შენს მეზობელ ქვეყნებში (ევროპა იქნება თუ სხვა რომელიმე რეგიონის ქვეყნები) გაიმარჯვოს ტოტალიტარიზმმა, აუცილებლად ეს „წითელი მამალი“ მოგაკითხავს შენ და აუცილებლად მოვა შენს სახლშიც. ამიტომ შეფასება იმისა, რაც იყო ფაშიზმი და რაც იყო კომუნიზმი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“