საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
 
[[საქართველოს პრეზიდენტი]]ს 2006 წლის 17 აგვისტოს № 493 ბრძანებულებით განისაზღვრა მუზეუმის ახალი სამართლებრივი სტატუსი და სახელწოდება — „ს. ს. ი. პ. დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი“. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მასზე სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა.
 
მუზეუმი მფლობელია მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა — ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, მხატვრული, არქივებისა და ა. შ., რომლებიც 1951 წელს, მუზეუმის გაუქმების შემდეგ, განთავსდა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ინსტიტუტსა და საცავში.
 
[[საქართველოს პრეზიდენტი]]ს 2004 წლის № 654 განკარგულებით განსაზღვრულია შენობის რეკონსტრუქციის დამთავრებისთანავე, მუზეუმის კუთვნილი მასალების დაბრუნება.
 
გამოცემულია ებრაისტიკა — ქართველოლოგიისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო „შრომების“ V ტომი (I-1940, II-1941, III-1945, IV-2006, V-2008); ჩატარებულია ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა მხარეში; გამოფენები; საერთაშორისო კონფერენციები, მიძღვნილი საქართველოს ებრაელთა, საქართველო-პალესტინისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის საკითხებისადმი.
 
Line 24 ⟶ 26:
 
[[კავკასია]] და საკუთრივ [[საქართველო]], [[გეოპოლიტიკური]], [[სტრატეგიული]], [[ეკონომიკური]], [[ეკოლოგიური]], [[კონფესიური]] თვალსაზრისით ისტორიულადაც და განსაკუთრებით დღეს, თავისი მრავალეროვნულობითა და მრავალკონფესიურ-რელიგიურობით მეტად ფეთქებად და „აქტიური ველის” რეგიონს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთაშორისი ურთიერთობანი ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა და მისი ჰარმონიულად ჩამოყალიბება, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგში რჩება.
 
ამ მხრივ, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ბადალი იშვიათად, თუ სრულიადაც არ მოეძებნება მსოფლიოს [[ისტორია]]ში. საქართველოს [[ისტორია]]მ შემოგვინახა ორი უძველესი ერის მრავალსაუკუნოვარი მშვიდობიანი ურთიერთობის მაგალითი და მისი ჩვენება ქართველ ებრაელთა და მთლიანად, საქართველოს ებრაელთა ისტორიის ფონზე, გამოფენის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
[[სურათი:ლაილაშის_ბიბლია;_X_საუკუნე_-2.JPG‎|thumb|150px|[[ლაილაშის ბიბლია]]; X საუკუნე]]ბიბლიური, არქეოლოგიური, ისტორიული და ენათმეცნიერული მონაცემების საფუძველზე გამოფენაზე შუქდება:
Line 36 ⟶ 39:
* საქართველოს ებრაელთა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები, რელიგიური ცხოვრება, [[ტრადიცია | ტრადიციები]];
* საქართველოს ებრაელთა ყოფა და კულტურა;
* საქართველოში ისტორიულად და სახელმწიფოებრივად თუ რატომ არ ყოფილა [[ანტისემიტიზმი]]. აღინიშნება ქართველთა თავდადება და თავგანწირვა ებრაელთა გადასარჩენად XX ს. დასაწყისში [[რუსეთი | რუსეთში]] აღზევებული [[ანტისემიტიზმი | ანტისემიტური]] „პოგრომებისა” და ებრაელი ტყვეების გადარჩენა [[IIმეორე მსოფლიო ომი]]ს დროს;
* საქართველოდან ებრაელთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პერიოდები - XIX ს. - XX ს. დასაწყისი, XX ს-ის 70-იანი წლებიდან... ახსნილია ამ მოვლენის მეტაფიზიკური, ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები; საქართველოსთან, როგორც თავიანთ „მეორე სამშობლოსთან” ქართველი ებრაელობის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ფაქტები, საქართველო-ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოებრივი, სამეცნიერო-კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობანი;
* საქართველოში მოღვაწე ებრაული, ქართულ-ებრაული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
Line 45 ⟶ 48:
 
== ლიტერატურა ==
* საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი, „[[თბილისი]]“, [[ენციკლოპედია]], თბ.,2002
* ა. გეგეჭკორი, აშკენაზთა სინაგოგები თბილისში, „მენორა-10“, თბ. 2003