ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები (პლიევო, გამურზიევო) შუა პალეოლითს ([[მუსტიეს კულტურა]]) მიეკუთვნება. [[მეზოლითი]]სა და და [[ნეოლითი]]ს ნაშთები გამოვლენილი არაა. [[ბრინჯაოს ხანა|ადრებრინჯაოს ხანაში]] ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩანს [[მაიკოპის კულტურა|მაიკოპის]], [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსისა]] და [[კატაკომბა|კატაკომბური]] კულტურების მატარებელი თემების ურთიერთგავლენის ნიშნები (ლუგოვოე, სოფ. მუჟიჩისთან). [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულში]] აქ გავრცელებული იყო [[ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა]], რომელიც მოგვიანებით [[გინჩი|გინჩის]] კულტურასთან ახლოს მდგომმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ინგუშეთის მთიანეთში ცნობილია ციკლოპური არქიტექტურის ნაგებობები, რომელთა დათარიღება აქამდე არ მომხდარა. [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II]]-I ათასწლეულების მიჯნაზე ინგუშეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ყობანის კულტურის აღმოსავლეთი ჯგუფის ძეგლები (ფსედახის სამაროვანი, კესკემის განძი), [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. V საუკუნე|V საუკუნეებში]] კი ძლიერია [[სკვითები|სკვითურ-სავრომატული კულტურის]] (ლუგოვოეს და ნესტეროვსკაიას სამაროვნები), უფრო გვიან – [[სარმატები|სარმატული]] წრის ნიშნები. ამ დროისათვის თანამედროვე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული იყო თავისებური მხატვრული სტილი, რომელშიც ყობანისა და სკვითურ-სარმატული ტრადიციები ერწყმოდა ერთმანეთს.
 
== ძველი ისტორია და შუა საუკუნეები ==
[[ფაილი:Thaba-Erdy-3.jpg|მინი|ტყობა-ერდის ტაძარი ინგუშეთში (არაუგვიანეს XII ს.)]]
[[ფაილი:Caucasus, Ingushetia, Ингушские боевые и смотровые башни, горы Кавказа.jpg|მინი|ტრადიციული კოშკები სოფელ ერზიში ([[ჯეირახის რაიონი]]).]]
== რუსეთის იმპერია ==
[[ფაილი:Russia, 1844 (part 2) (NYPL b14896507-442123).tiff|მინი|ინგუში მეომარი, [[1844]] წელი.]]
[[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება|ბელგრადის 1739 წლის ზავით]] ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის იმპერია|რუსეთისა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] იმპერიებს შორის „ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა. [[1740-იანები|1740-იანი წლებიდან]] დაიწყო ინგუშებსა და რუსეთის სასაზღვრო გამაგრებულ დასახლებებს ([[ყიზლარი]], [[მოზდოკი]]) შორის ურთიერთობების დამყარება. ინგუშთა ზოგიერთმა გვარმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. [[1774]] წელს, [[ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება|ქუჩუკ-კაინარჯის ზავით]], ინგუშების მიწები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლადშემოერთებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად 1774 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აზოვ-მოზდოკის (კავკასიის) გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამავე პერიოდში დაიწყეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მოახალშენეების ჩასახლება (ამ პროცესმა პიკს 1880-90-იან წლებში მიაღწია). [[1810]] წლის [[22 აგვისტო]]ს ხელმოწერილი „შუამდგომლობის აქტით“ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს თარის ხეობაში მცხოვრებმა ინგუშურმა თემებმა, რომლებმაც [[საქართველოს სამხედრო გზა|საქართველოს სამხედრო გზის]] მიმდებარე ტერიტორიების დაცვისა და რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა დადეს. სამაგიეროდ, მათ მდინარე [[თერგი]]ს მარჯვენა ნაპირის მიწებით სარგებლობის უფლება მიიღეს. იმავე წელს [[აული|აულ]] [[ნაზრანი|ნაზრანთან]] ახლოს რუსებმა ციხესიმაგრე ააგეს.
 
[[1822]] წელს ინგუშეთი შევიდა კავკასიის ოლქის, [[1860]] წლის [[8 თებერვალი|8 თებერვალს]] – თერგის ოლქის, [[1888]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] – თერგის ოლქის სუნჯის განყოფილების შემადგენლობაში. 1840-იან წლებში მდინარე სუნჯის გაყოლებით [[ვლადიკავკაზი]]სა და [[გროზნო|გროზნაიას]] შემაერთებელი გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. დაარსდა თერგის კაზაკთა დასახლებები (სტანიცები) – ტროიცკაია ([[1845]]), კარაბულახსკაია ([[1859]]), სუნჟენსკაია ([[1860]]) და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მთიელი ხალხებისგან განსხვავებით ინგუშების განწყობა რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური იყო.
 
XIX საუკუნის II ნახევრიდან ღალღაის ტომის სახელწოდებად იქცა ინგუშები (აულ ანგუშიდან), რომელიც დაუმკვიდრდა სხვა მონათესავე გვარებსაც. [[1888]] წლიდან ინგუშეთის მთიანეთის მცხოვრებნი კაზაკებთან ერთად საჯარისო [[ატამანი|ატამანს]] ექვემდებარეობდნენ. სუნჟის განყოფილების მოსახლეობა არაერთგვაროვანი იყო; [[1897]] წლის აღწერით ინგუშები 40 %-ს შეადგენდნენ; ცხოვრობდნენ ასევე [[ყაბარდოელები]], [[ოსები]], [[რუსები]] და [[ჩეჩნები]]. [[1905]] წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ნაზრანის ოკრუგი, რომლის ადმინისტრაცია ქალაქ ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. [[1894]] წელს ინგუშეთის ტერიტორიაზე გაიყვანეს ვლადიკავკაზის რკინიგზის ბესლან—ნაზრან—პეტროვსკ-პორტის ხაზი. [[1915]] წელს სოფელ მალღობეკის მახლობლად დაიწყო [[ნავთობი]]ს მოპოვება. XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა ეროვნული ინტელიგენცია, რომლის წარმომადგენლებს განათლება ძირითადად [[სტავროპოლი]]ს რუსულ გიმნაზიაში ჰქონდათ მიღებული (მ. შ., ჩახრ ახრიევი, ა. ბაზორკინი, ადილ-გირეი დოლგიევი). XX საუკუნის დასაწყისში ინგუშები დაწინაურდნენ რუსეთის არმიის რიგებშიც (მ. შ., გენერალ-მაიორები: სოსლან-ბეკ ბეკბუზაროვი, ახმედ მალსაგოვი, ელბერტ ნალგიევი).
== საბჭოთა პერიოდი ==
[[ფაილი:Базар возле аула Экажево.jpg|მინი|ბაზარი აულ ეკაჟევოსთან (ახლანდ. [[ნაზრანის რაიონი]]), [[1928]] წელი.]]
[[რუსეთის 1917 წლის რევოლუცია|რუსეთის 1917 წლის რევოლუციის]] შემდეგ და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] ([[1917]]-[[1922]]) დროს დაძაბულობა ინგუშეთის მთიელ მოსახლეობასა და კაზაკებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა [[1918]] წლის მარტში შექმნილ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, მეორემ – [[მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა|მთიელთა რესპუბლიკას]] (1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე). [[1920]] წელს ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციის მსვლელობისას თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის სფსრ|საბჭოთა რუსეთის]] [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]] დაიკავა. [[1921]] წლის [[20 იანვარი|20 იანვარს]] თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა და მისი ტერიტორიის ნაწილი ნაზრანის ოკრუგის ჩათვლით ახლადშექმნილ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდა. [[1924]] წელს მთიელთა ასსრ-ის ტერიტორიაზე ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, რომელიც იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში გაერთიანდა. ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ისევე როგორც მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც განსაკუთრებული ოლქის სტატუსით სარგებლობდა. [[1934]] წელს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და 1936 წელს [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]] ეწოდა (ცენტრი – ქ. [[გროზნო]]).
 
[[IIმეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, [[1942]] წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი მოზდოკ-მალგობეკის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დასავლეთი ნაწილი (მ. შ. ქ. [[მალგობეკი]]) გერმანიის არმიამ დაიკავა. [[1943]] წლის იანვარში ის ჩრდილოეთ-კავკასიის ოპერაციის დროს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. [[1944]] წლის თებერვალში საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით ინგუშები და ჩეჩნები სამშობლოდან [[შუა აზია]]ში გაასახლეს, ხოლო [[7 მარტი|7 მარტს]] მათი ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს. ინგუშეთის მიწების უდიდესი ნაწილი ნაზრანის რაიონის სახელით [[ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ]]-ს გადაეცა, პრიგოროდნის რაიონის მთიანი ზონა კი [[საქართველოს სსრ]]-ს მიეკუთვნა. ინგუშებისა და ჩეჩნების რეაბილიტაციის შემდეგ, [[1957]] წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგა, მაგრამ ინგუშებით ხელახლა დასახლებული პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა, რამაც მომავალში ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.
 
== ინგუშეთის რესპუბლიკა ==
[[ფაილი:Vladimir Putin 7 September 2001-6.jpg|მინი|რუსლან აუშევი და [[ვლადიმერ პუტინი]] [[კისლოვოდსკი|კისლოვოდსკში]] [[2001]] წელს.]]
საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში, [[1990]] წლის ნოემბერში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-მ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. [[1991]] წლის მაისში მას ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა ეწოდა. [[1991]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] გროზნოში [[ჯოხარ დუდაევი]]ს მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადების შემდეგ ინგუშეთის სტატუსი გაურკვეველი გახდა. იმავე წლის [[30 ნოემბერი|30 ნოემბერს]] და [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]] ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის სამ ინგუშურ რაიონში ([[მალგობეკის რაიონი|მალგობეკის]], [[ნაზრანის რაიონი|ნაზრანის]] და [[სუნჯის რაიონი (ინგუშეთი)|სუნჯის]]) ჩატარდა რეფერენდუმი „რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის, მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ინგუშური მიწების და დედაქალაქად ქ. ვლადიკავკაზის დადგენის შესახებ“, რომელზეც დადებითი პასუხი ამომრჩეველთა 90 %-მა გასცა. [[1992]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]] რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის შესახებ“, რომელიც ძალაში [[1993]] წლის 9 იანვარს შევიდა და აისახა რუსეთის ფედერაციის 1993 წლის 25 დეკემბერს მიღებულ კონსტიტუციაში. [[1994]] წლის [[27 თებერვალი|27 თებერვალს]] მიიღეს ინგუშეთის კონსტიტუცია და ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების პირველი არჩევნები. ინგუშეთის დედაქალაქად ქალაქი ნაზრანი გამოცხადდა, [[2000]] წელს კი – ქალაქი [[მაგასი]].
 
ახალი რესპუბლიკის საზღვრების დადგენის საკითხმა მეზობლებთან უთანხმოებები წარმოქმნა. 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პრიგოროდნის რაიონის კუთვნილების შესახებ დავა ოსებსა და ინგუშებს შორის [[პრიგოროდნის კონფლიქტი|შეიარაღებულ დაპირისპირებაში]] გადაიზარდა. კონფლიქტს 600-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რუსების მხარდაჭერით ოსების მიერ 30 000-მდე ინგუშის გაძევებით დასრულდა. ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის დადგენის პროცესი [[1993]] წელსვე დაიწყო; სუნჯის რაიონის სადაო ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგუშეთს მიეკუთვნა, თუმცა დელიმიტაციის საკითხი საბოლოოდ გადაუწყვეტელი დარჩა. [[2018]] წლის 26 სექტემბერის შეთანხმებით ინგუშეთის ხელისუფლებამ სუნჯის რაიონის ნაწილი ჩეჩნეთს გადასცა, რასაც ინგუშების მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.