ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Chechnya and Caucasus.png|მინი|ჩეჩნეთის მდებარეობა [[კავკასია|კავკასიის]] რეგიონში.]]
'''ჩეჩნეთის ისტორია''' — [[ჩეჩნეთი]]ს, ამჟამად [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის]] სხვა რეგიონების წარსულთან. ადამიანის უძველესი დასახლება აქ [[ზედა პალეოლითი|ზედა პალეოლითში]] გაჩნდა. ჩეჩნების პირდაპირი წინაპრები, რომლებიც [[ნახური ენები|ვაინახურ]] ენაზე მეტყველებდნენ, მთებში ცხოვრობდნენ და XV საუკუნეში დაბლობშიც დასახლდნენ. XVIII საუკუნის დამდეგიდან ერთ-ერთი ვაინახური ტომის – ნოხჩუოს ტომის ეთნიკურ სახელწოდებად თანადათანობით დამკვირდა [[ჩეჩნები]] (ჩაჩნები, [[აული|აულ]] ჩეჩენიდან). XVI საუკუნიდან ჩეჩნებს შორის გავრცელდა [[მუსლიმანობა]]. XVIII-XIX საუკუნეებში ჩეჩნები აქტიურად იბრძოდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. [[1936]] წელს ჩეჩნეთი და მეზობელი [[ინგუშეთი]] [[რუსეთის სფსრ]]-ში შემავალი [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ|ავტონომიური რესპუბლიკის]] სახით გაერთიანდა. [[1944]]-[[1957]] წლებში ჩეჩნები მასობრივად დეპორტირებული იყვნენ სამშობლოდან. [[1991]] წლიდან რუსეთიდან გამოყოფის მიზნით ჩეჩნეთში დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა ორი დამანგრეველი ომი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ([[1993]]-[[1996]], [[1999]]-[[2001]]), რის შემდეგაც რუსეთის არმიამ მოახერხა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, თუმცა პარტიზანული მოძრაობა, დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები მომდევნო წლებშიც არ შეწყვეტილა. [[2003]] წელს ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, სტატუსი.
 
== უძველესი ისტორია ==
თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსა ([[ვედენო]], წა-ვედენო, ბალანსუ) და ტბა [[კეზენოიამი|კეზენოიამის]] ახლოს მდებარე მთებშია (მაკაჟოი, ხოი და სხვ.) აღმოჩენილი და განეკუთვნება [[ზედა პალეოლითი]]ს, [[მეზოლითი]]სა და [[ნეოლითი]]ს ხანას. [[ენეოლითი]] წარმოდგენილია სამოსახლოებით (კურჩალაი), დაბლობზე — [[ყორღანი|ყორღანებით]]. ადრე და შუა [[ბრინჯაოს ხანა]]ში ჩეჩნეთის დაბლობი და მთისწინეთი წარმოადგენდა [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსისა]] და [[მაიკოპის კულტურა|მაიკოპის]] კულტურების საკონტაქტო ზონას, რომელიც შემდეგ [[ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა]]მ შეცვალა. მდინარე [[თერგი]]ს ჩრდილოეთით მდებარე სტეპების არქეოლოგიური ძეგლები ორმოსამარხების („იამნაიას“), შემდეგ კი [[კატაკომბა|კატაკომბურ]] კულტურას განეკუთვნება. მათი გავლენა მთისწინეთამდე ვრცელდებოდა. მთებში გავრცელებული იყო ქვის აკლდამები, სამარხები, ყუთი-სამარხები, გრუნტის საფლავები, რომლებსაც ნახური ენების მატარებელი ხალხების წინაპრებს მიაკუთვნებენ. გვიანბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია კაიაკენტ-ხოროჩოის და ყუბანის კულტურებით. ამ უკანასკნელს [[რკინის ხანა|ადრერკინის ხანაში]] სტეპიდან მოსულ [[სკვითები|სკვითურ]] და სავრომატულ არქეოლოგიურ კულტურებთან ჰქონდა კონტაქტი. მოგვიანებით აქ [[სარმატები|სარმატული]] კულტურა გაჩნდა, აღმოსავლეთის მთისწინეთსა და მთიანეთში კი ადგილობრივი მოსახლეობა სჭარბობდა.
 
თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსა ([[ვედენო]], წა-ვედენო, ბალანსუ) და ტბა [[კეზენოიამი|კეზენოიამის]] ახლოს მდებარე მთებშია (მაკაჟოი, ხოი და სხვ.) აღმოჩენილი და განეკუთვნება [[ზედა პალეოლითი]]ს, [[მეზოლითი]]სა და [[ნეოლითი]]ს ხანას. [[ენეოლითი]] წარმოდგენილია სამოსახლოებით (კურჩალაი), დაბლობზე — [[ყორღანი|ყორღანებით]]. ადრე და შუა [[ბრინჯაოს ხანა]]ში ჩეჩნეთის დაბლობი და მთისწინეთი წარმოადგენდა [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსისა]] და [[მაიკოპის კულტურა|მაიკოპის]] კულტურების საკონტაქტო ზონას, რომელიც შემდეგ [[ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა]]მ შეცვალა. მდინარე [[თერგი]]ს ჩრდილოეთით მდებარე სტეპების არქეოლოგიური ძეგლები ორმოსამარხების („იამნაიას“), შემდეგ კი [[კატაკომბა|კატაკომბურ]] კულტურას განეკუთვნება. მათი გავლენა მთისწინეთამდე ვრცელდებოდა. მთებში გავრცელებული იყო ქვის აკლდამები, სამარხები, ყუთი-სამარხები, გრუნტის საფლავები, რომლებსაც ნახური ენების მატარებელი ხალხების წინაპრებს მიაკუთვნებენ. გვიანბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია კაიაკენტ-ხოროჩოის და ყუბანის კულტურებით. ამ უკანასკნელს [[რკინის ხანა|ადრერკინის ხანაში]] სტეპიდან მოსულ [[სკვითები|სკვითურ]] და სავრომატულ არქეოლოგიურ კულტურებთან ჰქონდა კონტაქტი. მოგვიანებით აქ [[სარმატები|სარმატული]] კულტურა გაჩნდა, აღმოსავლეთის მთისწინეთსა და მთიანეთში კი ადგილობრივი მოსახლეობა სჭარბობდა.
 
== ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ==
[[ფაილი:Chechense. Match. a wedding match. George Kennan. 1870-1886.jpg|მინი|ჩეჩნები ეროვნულ სამოსში. XIX საუკუნის ბოლო.]]
ახ. წ. II საუკუნიდან ჩეჩნეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კავკასიის [[ალანები|ალანთა]] კულტურის ზონაში იყო მოქცეული. II-V საუკუნეებში აქ ქალაქური ტიპის დასახლებები (მაგალითად, ალხან-ყალა) გაჩნდა. სხვადასხვა პერიოდში საგრძნობი იყო ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ნაწილში გაბატონებული ჰუნების, [[თურქთა სახაკანო|თურქთა]] და [[ხაზართა სახაკანო|ხაზართა]] სახაკანოების, X საუკუნიდან — [[ალანთა სამეფო|ალანთა სამეფოს]] გავლენა. ეს უკანასკნელი მეტად ჩეჩნეთის დასავლეთში იყო გამოხატული. XIII საუკუნის შუა პერიოდში გავრცელდა [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა]] [[ოქროს ურდო|ოქროს ურდოს]] ძალაუფლება, რომლის მოსახლეობა ზოგან ადგილობრივს ერწყმოდა. ამ პერიოდში მთებში აგებდნენ სამოსახლოებს, ნახევრადსაბრძოლო და საბრძოლო კოშკებს, მიწისქვეშა და მიწისზედა აკლდამებს. XIV საუკუნის ბოლოს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებობდა სახელმწიფო სიმსირი, რომელიც [[1396]] წელს [[თემურლენგი|თემურლენგმა]] დაიპყრო.
 
XV საუკუნის შუა პერიოდში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დაბლობისა და მთისწინეთის დასახლებების აღდგენა დაიწყო. ამავე დროიდან ხდებოდა მთიელების გადასახლება ბარში. დასავლეთში ჩნდება [[ყაბარდოელები|ყაბარდოული]] ყორღანები, დაბლობზე — მთიელთა გრუნტის სამარხები. XVI საუკუნის მიწურულს ფეხი მოიკიდა [[დაღესტანი|დაღესტნიდან]] შემოსულმა [[მუსლიმანობა]]მ, რომელმაც თანდათან განდევნა X საუკუნიდან [[საქართველო]]ს ზეგავლენით გავრცელებული [[ქრისტიანობა]]. ისლამის მზარდ როლს ადასტურებს მუსლიმანური სამარხების საფლავის ძეგლები; მათ შორისაა ჩეჩენი შეიხების სამარხები ტერმოლში, ბეთისა და ბერსაში.
 
XVI-XVIII საუკუნეებში ვაინახებმა დაიკავეს თანამედროვე ჩეჩნეთის ცენტრალური და სამხრეთი ტერიტორიები, რომლებიც ჩრდილოეთით მდინარე თერგის შუა წელამდე ვრცელდებოდა. XVI საუკუნის II ნახევარში რეგიონის ტერიტორიაზე დადასტურებულია ცალკეული გაერთიანებების არსებობა, რომლებსაც XVI-XVII საუკუნეების რუსულენოვან დოკუმენტებში „მიწებს“, მოგვიანებით — „თემებს“ უწოდებდნენ. ამ წარმონაქმნებში ძალაუფლება, როგორც წესი, არჩევითი იყო. ამავდროულად, არსებობდა მემკვიდრეობითი სამფლობელოებიც (ულუსები, იურტები) — ოკოცის, გეხინის, ჩეჩნეთის, კაჩკალიკის, ყარაბულაკის, ალდის და სხვ. ჩეჩნური მონაპირე თემებისა და დასახლებების ნაწილი XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში [[ტარკის საშამხლო]]ს, [[ავარიის სახანო]]ს, ენდერის სამფლობელოს და მცირე ყაბარდოს შემადგენლობაში შედიოდა. 1567 წელს ვაინახთა სამოსახლო ტერიტორიის საზღვარზე რუსებმა ციხესიმაგრე თერგი ააგეს, რასაც რუსეთის სახელმწიფოსა და ჩეჩნებს, კერძოდ, ოკოცის სამფლობელოს შორის პოლიტიკური ურთიერთოებების დამყარება მოჰყვა. [[1588]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]] პირველი ჩეჩნური ელჩობა ჩავიდა ბატაის ხელმძღვანელობით. XVI საუკუნეში რეგიონში ე.წ. გრებენის [[კაზაკები]] გამოჩნდნენ; 1712 წლისთვის თერგის მარცხენა ნაპირზე მათი 5 მსხვილი დასახლება (სტანცია) არსებობდა.
Line 16 ⟶ 15:
== ბრძოლა რუსეთის იმპერიასთან ==
[[ფაილი:Imam Shamil surrendered to Count Baryatinsky on August 25, 1859 by Kivshenko, Alexei Danilovich.jpg|მინი|შამილის დანებება 1859 წელს. მხატვარი ალექსეი კივშენკო, 1880.]]
XVII საუკუნის შუა ხანებში ჩეჩნური ტომების გამაერთიანებელი ცენტრი მდინარე [[არღუნი (მდინარე)|არღუნის]] ქვედა და მდინარე [[სუნჯა|სუნჯის]] შუა წელის დაბლობებში მდებარე აულები გახდა. XVIII საუკუნეში ვაინახების თავისუფალი თემებიდან უდიდესი იყო ნახჩ-მოხკი („მიჩკიზის საზოგადოება“, აერთიანებდა 36 აულს), ხოლო სამფლობელოებს შორის — ჩეჩნეთის (აერთიანებდა 10-მდე სოფელს). სოფლებს უხუცესები მართავდნენ [[ყადი]]ს თანამონაწილეობით. XVIII საუკუნეში ჩეჩნების საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ერთი მხრივ, [[ოსმალეთის იმპერია]]სა და [[ყირიმის სახანო]]ს, ხოლო მეორე მხრივ, [[რუსეთის იმპერია]]ს შორის მერყეობდა. რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ ჩეჩნები არაერთხელ იარაღით ხელში გამოვიდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო [[შეიხი მანსური|შეიხ მანსურის]] ბელადობით ჩეჩენთა გამოსვლა [[1785]]-[[1787]] წლებში, რასაც ჩეჩნეთის ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის ჯარების სამხედრო ექსპედიცია მოჰყვა.
 
რუსეთის იმპერიის მიერ [[ქართლ-კახეთის სამეფო|აღმოსავლეთ საქართველოს]] ანექსიის ([[1801]]) შემდეგ თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლს მიღმა დარჩენილ ანკლავს წარმოადგენდა. კავკასიაში [[ალექსი ერმოლოვი]]ს მმართველობის პერიოდში ([[1816]]-[[1827]]) რუსები რეგიონში უფრო გააქტიურდნენ. ერმოლოვის ინიციატივით აშენდა არაერთი რუსული გამაგრებული პუნქტი, მათ შორის, პრეგრადნი-სტანი სუნჯაზე და გროზნაია ([[1818]]), დაიწყეს რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფრონტალური წინსვლისა და მყარად დამკვიდრების ტაქტიკის გამოყენება. ერმოლოვის სახელს უკავშირდება [[კავკასიის ომი]]ს სახელით ცნობილი კონფლიქტის ყველაზე აქტიური პერიოდის ([[1817]]-[[1864]]) დასაწყისი. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო კოლონიზაციის გაძლიერებამ გამოიწვია მთიელთა მოძრაობა [[ყაზი-მუჰამადი]]ს, [[ჰამზათ-ბეგი]]სა და [[შამილი]]ს წინამძღოლობით. [[1830-იანები|1830-იანი]] წლებიდან შამილის კაპიტულაციამდე ([[1859]]) თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი [[კავკასიის იმამატი]]ს შემადგენლობაში შედიოდა. შამილის დამარცხების შემდეგ ჩეჩნეთი საბოლოოდ და მთლიანად დაემორჩილა რუსეთის იმპერიას. [[1860]] წლიდან მისი ტერიტორია თერგის ოლქში შედიოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის]] დროს ალიბეკ-ხაჯი ალდამოვის წინამძღოლობით ჩეჩნეთში იფეთქა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართულმა აჯანყებამ, რომელიც [[1878]] წლის ნოემბრისთვის ჩაახშეს. XIX საუკუნის ბოლოს ჩეჩნეთში გაჩნდა სამრწეველო სავაჭრო ბურჟუაზია, გაიყვანეს რკინიგზა, დაჩქარდა [[ნავთობი]]ს მოპოვება [[გროზნო]]ში, განვითარდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ახშობდა უკმაყოფილების ყველა გამოვლინებას. [[1911]] წელს თერგის ოლქიდან გადაასახლეს 30-ზე მეტი გავლენიანი რელიგიური მოღვაწე, მათ შორის, შეიხები: ბარატ-გირეი მიტაევი, აზიზ შაპტუკაევი, სუფაიპ-მულა.
Line 22 ⟶ 21:
== რევოლუცია და საბჭოთა პერიოდი ==
[[ფაილი:Chanta.jpg|მინი|[[ვაინახური კოშკური არქიტექტურა|ტრადიციული კოშკი]] ჩეჩნურ აულში. სოფ. ჩანტა, ჩეჩნეთი.]]
რუსეთში [[1917]] წლის [[ოქტომბრის გადატრიალება|ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების]] შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში, ვედენოსა და გროზნოს ოკრუგები [[ტაპა ჩერმოევი]]ს ლიდერობით შექმნილ [[მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა|მთიელთა რესპუბლიკაში]] გაერთიანდა, ხოლო სუნჯის განყოფილება თერგის მხარეს შეუერთდა. 1917 წლის ნოემბერში და [[1918]] წლის იანვარში ჩეჩნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მარცხით დასრულდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ცდა. ნაწილობრივ წარმატებას [[ბოლშევიკები|ბოლშევიკებმა]] ჩეჩნეთის დაბლობსა და ქალაქ გროზნოში მიაღწიეს. [[1917]] წლის [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]] მთიელთა რესპუბლიკამ და თერგის მხარის საჯარისო მთავრობამ თერგ-დაღესტნის კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს. ჩეჩნეთის მთიანეთში 1917-[[1920]] წლებში წამყვან როლს პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები – ნაჯმუდინ გოცინსკი და უზუნ-ხაჯი თამაშობდნენ. [[რუსეთის სამოქალაქო ომი]]ს დროს ჩეჩნეთის ნაწილი 1918 წლის მარტში [[რუსეთის სფსრ|საბჭოთა რუსეთის]] შემადგენლობაში გამოცხადებულ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, 1918 წლის ივლისში კი ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკას შეუერთდა. 1920 წლის მარტის ბოლოს ჩეჩნეთის მთელი ტერიტორია წითელი არმიის კონტროლს დაექვემდებარა. [[1920]] წლის [[17 ნოემბერი|17 ნოემბერს]] გამოცხადდა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაშიც შეიქმნა ჩეჩნეთის ოკრუგი. [[1922]] წლის [[22 ნოემბერი|22 ნოემბერს]] ეს უკანასკნელი ცალკე გამოიყო ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის სახით. [[1924]]-[[1934]] წლებში ის ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში შედიოდა. [[1929]] წელს ჩეჩნეთის ავტონომიურ ოლქს შეუერთდა სუჯის ოლქის დიდი ნაწილი და მანამდე განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქი გროზნო. 1920-[[1939]] წლებში ჩეჩნეთის სხვადასხვა მხარეში მოხდა არაერთი შეიარაღებული გამოსვლა საბჭოთა ხელისუფლების და ძალდატანებითი [[კოლექტივიზაცია|კოლექტივიზაციის]] წინააღმდეგ. [[1934]] წლის [[15 იანვარი|15 იანვარს]] ჩეჩნეთის და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ ოლქად, რომელიც [[1936]] წლამდე შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში. [[საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია|საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციით]] ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად ([[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]]) გარდაიქმნა (დედაქალაქი – გროზნო).
 
[[IIმეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ, [[1941]] წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის მთიანეთში ხასან ისრაილოვისა და მაირბეკ შერიპოვის ხელმძღვანელობით ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის [[1944]] წლის [[31 იანვარი|31 იანვრის]] დადგენილებით ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოდან ტოტალური დეპორტაცია მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი [[1944]] წლის [[23 თებერვალი|23 თებერვლიდან]] [[2 მარტი]]ს ჩათვლით [[ლავრენტი ბერია]]ს პირადი მეთვალყურეობით. იმავე წლის [[7 მარტი|7 მარტს]] საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ გაუქმნდა. მისი ტერიტორიის დიდ ნაწილში შეიქმნა გროზნოს ოკრუგი (შედიოდა სტავროპოლის ოლქში; [[1944]] წლის [[22 მარტი]]დან — [[გროზნოს ოლქი]]), 4 სხვა რაიონი მთლიანად და 3 ნაწილობრივ გადაეცა დაღესტნის ასსრ-ს, ხოლო ითუმ-ყალეს რაიონი — [[საქართველოს სსრ]]-ს ([[1943]]-[[1955]] წლებში ეწოდებოდა [[ახალხევის რაიონი]]).
 
[[იოსებ სტალინი]]ს სიკვდილის შემდეგ მოხდა ჩეჩნების რეაბილიტაცია, რაც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის [[1956]] წლის [[16 ივლისი]]ს განკარგულებით დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან დეპორტირებულ ხალხებს „სპეციალური განსახლებით“ დაწესებულ შეზღუდვას უხსნიდა, თუმცა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას უკრძალავდა. [[1956]] წლის [[24 ნოემბერი|24 ნოემბერს]] განკარგულებით აღდგა ჩრდილოეთ კავკასიის გაუქმებული ნაციონალური ავტონომიები, ხოლო [[1957]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] — ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ (რამდენადმე შეცვლილი საზღვრებით). საბოლოოდ, ჩეჩნებს და ინგუშებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. გადასახლებულების სტიქიურ დაბრუნებას [[1958]] წლის [[25 აგვისტო|25]]-[[26 აგვისტო]]ს გროზნოში მასობრივი არეულობა მოჰყვა, რომლის დროსაც ქალაქის რუსმა და რუსულენოვანმა მოსახლეობამ დაიკავა საზოგადოებრივი შენობები და ჩეჩნებისთვის სამშობლოში დაბრუნების აკრძალვა მოითხოვა.
Line 30 ⟶ 29:
== ეროვნული მოძრაობა და კრიზისი ==
[[ფაილი:Djokhar Doudaïev.jpg|მინი|ჯოხარ დუდაევი]]
[[1980-იანები|1980-იანი]] წლების ბოლოს ჩეჩნეთში გაძლიერდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. [[1990]] წლის [[27 ნოემბერი|27 ნოემბერს]] ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. [[1991]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] ჩეჩენი ხალხის საერთო-სახალხო კონგრესმა (აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე — გენერალ-მაიორი [[ჯოხარ დუდაევი]]) მიიღო ჩეჩნეთ-ინგუშეთის უმაღლესი საბჭოს გადაყენებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის გამოცხადების გადაწყვეტილება. მოვლენები მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ („აგვისტოს პუტჩი“) დააჩქარა. იმავე წლის [[6 სექტემბერი|6 სექტემბერს]] გროზნოში ჩეჩენთა კონგრესის შეიარაღებულმა მომხრეებმა უმაღლესი საბჭოს შენობა დაიკავეს. 1991 წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბერს]] ქვეყანაში ჩატარდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. პრეზიდენტად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი, რომელმაც პრიორიტეტად რუსეთისგან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სრული გამოყოფა და დამოუკიდებელი სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა დაისახა. 1991 წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] მან ხელი მოაწერა განკარგულებას „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. მომდევნო დღეს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ ჩეჩნეთის არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოაცხადა. [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]] პრეზიდენტმა [[ბორის ელცინი|ბორის ელცინმა]] გამოსცა განკარგულება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც რუსეთის სფსრ უმაღლესმა საბჭომ არ დაამტკიცა. ინგუშეთმა დუდაევის ხელისუფლება არ სცნო. [[1992]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]] რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონით ინგუშეთი ცალკე რესპუბლიკად გამოიყო, ხოლო ჩეჩნეთის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა კრიზისული სიტუაციის დარეგულირებამდე გადაიდო.
 
ამ დროისათვის ჩეჩნეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. [[1992]] წლის [[2 მარტი|2 მარტს]] ჩეჩნეთის პარლამენტმა მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ჩეჩნეთი ცხადდებოდა „ჩეჩენი ხალხის თვითგამორკვევის საფუძველზე შექმნილ სუვერენულ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოდ“. ჩეჩნების ხელში აღმოჩნდა რეგიონიდან საბჭოთა არმიის ნაწილების გაყვანის შემდეგ დარჩენილი დიდი რაოდენობით შეიარაღება. შეიქმნა ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჩეჩნური სამხედრო და პოლიტიკური დაჯგუფება. ე. წ. ჩეჩნური ბატალიონი მონაწილეობდა [[აფხაზეთის ომი (1992-1993)|აფხაზეთის ომში]] საქართველოს წინააღმდეგ. დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი მისცა [[სამხედრო გადატრიალება (1991-1992)|სამხედრო გადატრიალების]] შედეგად საქართველოდან განდევნილ პრეზიდენტ [[ზვიად გამსახურდია]]ს.
Line 41 ⟶ 40:
{{მთავარი|ჩეჩნეთის პირველი ომი}}
[[ფაილი:Evstafiev-helicopter-shot-down.jpg|მინი|რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოგდება ჩეჩნების მიერ გროზნოსთან 1994 წლის დეკემბერში (ფოტო მიხაილ ევსტაფიევისა).]]
[[1994]] წლის [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]], გამთენიისას, [[რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები|რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა]] დაიწყეს იერიში ჩეჩნეთის ქალაქების და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]] კი რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება სამი მხრიდან შეიჭრა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი. 1994 წლის [[31 დეკემბერი|31 დეკემბრიდან]] [[1995]] წლის [[6 მარტი|6 მარტამდე]] გროზნოს ქუჩებში მძიმე ბრძოლების შემდეგ ჩეჩნების ძალები იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. 1995 წლის აპრილის ბოლოსთვის რუსეთის არმიამ ჩეჩნეთის ბარის უმეტესი ნაწილი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების რამდენიმეთვიანი შეჩერების შემდეგ, 1995 წლის [[12 მაისი|12 მაისს]] ფედერალურმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა ჩეჩნეთის მთიან რაიონებში. ჩეჩნების წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, გახშირდა დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები რუსი სამხედროებისა და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჩეჩნების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებამ [[16 დეკემბერი|16]]-[[17 დეკემბერი|17 დეკემბერს]] ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები ჩაატარა და უზრუნველყო მასში დოკუ ზავგაევის გამარჯვება.
 
[[1996]] წლის [[6 მარტი|6 მარტს]] ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში შეიჭრნენ, სამდღიანი ბრძოლების შემდეგ ქალაქი დატოვეს და თან წაიღეს საბრძოლო და სამედიცინო მარაგების ნაწილი. [[21 აპრილი|21 აპრილს]] რუსეთის ავიაციის თავდასხმას ემსხვერპლა ჯოხარ დუდაევი. იჩქერიის თავდაცვის საბჭომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად [[ზელიმხან იანდარბიევი]] დანიშნა. ომის გახანგრძლივებამ აიძულა რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებთან მოლაპარაკებები დაეწყო. [[27 მაისი|27 მაისს]] მოსკოვში ბორის ელცინმა და ზელიმხან იანდარბიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და [[9 ივლისი|9 ივლისს]] რუსეთის არმიამ საომარი მოქმედებები განაახლა. [[6 აგვისტო]]ს ჩეჩნების რაზმებმა გროზნოში შეაღწიეს და რუსული ნაწილები ალყაში მოაქციეს. მნიშვნელოვანი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად რუსებმა ქალაქის შენარჩუნება ვერ შეძლეს. იმავე დღეს ჩეჩნებმა დაიკავეს [[არღუნი (ქალაქი)|არღუნი]] და [[გუდერმესი]]. [[31 აგვისტო]]ს ხასავიურტში იჩქერიის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსმა ასლან მასხადოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა [[ალექსანდრე ლებედი|ალექსანდრე ლებედმა]] ხელი მოაწერეს [[ხასავიურტის შეთანხმება|დაზავების შეთანხმებას]], რომლითაც დასრულდა ჩეჩნეთის პირველი ომი. ფედერალურმა ჯარებმა ჩეჩნეთი დატოვეს. რესპუბლიკის სტატუსის საკითხის გადაწყვეტა [[2001]] წლის [[31 დეკემბერი|31 დეკემბრამდე]] გადავადდა.
Line 48 ⟶ 47:
დუდაევის დაღუპვისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ჩეჩნეთში ისლამური ექსტრემიზმის აღმავლობა აღინიშნა. დამოუკიდებელი სეკულარული რესპუბლიკისთვის მოძრაობა თანდათან ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეამ ჩაანაცვლა. განსაკუთრებით გაძლიერდა [[სუნიტები|სუნიტური]] ისლამის რადიკალური მოძღვრების – [[ვაჰაბიზმი]]ს პოზიციები. ჩეჩნეთის სხვადასხვა რაიონებში შეიქმნა [[შარიათი]]ს სასამართლოები, ჩამოყალიბდა შარიათის გვარდია, ისლამისტი მებრძოლების საწვრთნელი ბანაკები. ქვეყანაში გააქტიურდნენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც გავლენისა და რესურსებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ. შეიცვალა რესპუბლიკის დემოგრაფიული მდგომარეობაც. ჩეჩნეთი რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.
 
[[1997]] წლის [[27 იანვარი|27 იანვარს]] ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა 51,1 %-ით [[ასლან მასხადოვი|ასლან მასხადოვმა]] გაიმარჯვა. ახალი მთავრობა შეეცადა მიეღწია თანხმობას რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში დამკვიდრებულ საველე მეთაურებთან და [[1998]] წელს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად შამილ ბასაევი დანიშნა. სხვა სამხედრო ლიდერები ცენტრალურ ხელისუფლებასთან აშკარა დაპირისპირების გზას დაადგნენ. 1998 წლის [[20 ივნისი|20]]-[[21 ივნისი|21 ივნისს]] [[სალმან რადუევი]]ს დაჯგუფებამ გროზნოში სამთავრობო ტელევიზიისა და მერიის შენობის აღება სცადა. ივლისში სამთავრობო ეროვნული გვარდიასა და ისლამური დაჯგუფებებს შორის კიდევ რამდენიმე შეტაკება მოხდა, განსაკუთრებით, ქალაქ გუდერმესში. [[20 ივლისი|20 ივლისს]] პრეზიდენტმა მასხადოვმა ორი დიდი დაჯგუფება – „შარიათის გვარდია“ და „ისლამური პოლკი“ დაშლილად გამოაცხადა, სექტემბერში კი მასთან დაპირისპირებული ბასაევი გადააყენა. საბოლოოდ, რესპუბლიკის რაიონების უმეტეს ნაწილზე მასხადოვის მთავრობამ კონტროლი ფაქტობრივად დაკარგა. ის მყარად მხოლოდ გროზნოს აკონტროლებდა. [[1999]] წლის [[3 თებერვალი|3 თებერვალს]] მასხადოვმა ჩეჩნეთში „შარიათის მმართველობა“ გამოაცხადა, პარლამენტს საკანონმდებლო უფლება ჩამოართვა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდ ისლამური საბჭო – შურა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ ბასაევმა ე.წ. ოპოზიციური შურა შექმნა.
 
ამავდროულად, დაიძაბა მდგომარეობა ჩეჩენთ-დაღესტნის საზღვარზე, სადაც დაღესტნელი ვაჰაბიტები მოქმედებდნენ რადიკალი ჩეჩენი საველე მეთაურების მხარდაჭერით. 1999 წლის [[7 აგვისტო]]ს ჩეჩნურ-დაღესტნური დაჯგუფება ბასაევისა და [[არაბები|არაბი]] მებრძოლის, [[ხაბაბი]]ს მეთაურობით ჩეჩნეთის ტერიტორიიდან დაღესტანში შეიჭრა. მასხადოვმა ჩეჩნეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დაღესტანში კრიზისის შექმნაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.
Line 61 ⟶ 60:
== რუსეთის კონტროლის აღდგენა ==
[[ფაილი:Matovnikov in Chechnya (2018-07-12) 3.jpg|მინი|რამზან კადიროვი 2018 წელს.]]
[[2000]] წლის [[12 ივნისი|12 ივნისს]] რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროებითი ადმინისტრაცია პრორუსულად განწყობილი მუფთის, [[აჰმად კადიროვი|აჰმად კადიროვის]] ხელმძღვანელობით. [[2003]] წელს მიიღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადდა. კონსტიტუციის პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ომის პირობებში, 2003 წლის [[23 მარტი|23 მარტს]] რეფერენდუმზე გაიტანეს. ოფიციალური მონაცემებით, მას მოსახლეობის 95,97 %-მა დაუჭირა მხარი. იმავე წელს კადიროვი პრეზიდენტად აირჩიეს. [[9 მაისი|9 მაისს]] ის გროზნოში მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა. რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელი ალი ალხანოვი გახდა, [[2007]] წელს მისი გადადგომის შემდეგ კი აჰმად კადიროვის შვილი – [[რამზან კადიროვი]].
 
რამზან კადიროვი პუტინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზას დაადგა და რეგიონის მართვის საკითხებში მნიშვნელოვანი ავტონომია მიიღო. ფედერალური რესურსების მიზიდვით აღდგა ქალაქი გროზნო და ჩეჩნეთის სხვა დასახლებები. 2009 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა შეიარაღებული შეტაკებები, გაუმჯობესდა ოფიციალური ეკონომიკური მაჩვენებლები. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აქტივისტები და ჩეჩენი ემიგრანტები კადიროვს ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის სასტიკ დევნაში, პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკოსების განადგურებაში, ათასობით ადამიანის გაუჩინარებაში, წამებასა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაში.