მარია დოლორეს დე კოსპედალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''მარია დოლორეს დე კოსპედალ გარსია''' ({{lang-es|María Dolores de Cospedal García}}, დ.[[13 დეკემბერი]], [[1969]], [[მადრიდი]], [[ესპანეთი]]) — ესპანელი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი და პოლიტიკოსი. [[ესპანეთის სახალხო პარტია|ესპანეთის სახალხო პარტიის]] გენერალური მდივანი [[2008]] წლის ივნისიდან. [[მარიანო რახოი]]ს მმართველობისას იყო ეპანეთის თავდაცვის მინისტრი, [[2016]] წლის [[4 ნოემბერი|4 ნოებრიდან]] [[2018]] წლის [[7 ივნისი|7 ივნისამდე]]. მეთორმეტე მოწვევის ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის წევრი [[2016]]-[[2018]] წლებში. [[2018]] წლიდან მან შეწყვიტა პოლიტიკური კარიერა და დაუბრუნდა იურიდიუიურიდიულ საქმიანობას<ref>[https://www.elmundo.es/espana/2018/11/07/5be31be622601dd30b8b4660.html El Mundo: Cospedal deja su escaño en el Congreso defendiendo sus tratos con el comisario Villarejo]{{ref-es}}</ref>.
 
==ბიოგრაფია==
მარია დოლორეს დე კოსპედალი დაიბადა [[1969]] წლის 13 დეკემბერს მადრიდში. იგი იზრდებოდა [[ალბასეტე]]ში, სწავლობდა „Colegio La Anunciata de Nuestra Señora del Rosario-ს“ საჯარო სკოლაში. უმაღლესი განათლება მიიღო წმინდა პავლეს სახელობის კერძო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. [[1991]] წელს [[ბასკეთი|ბასკეთში]] მუშაობდა პროკურორად. [[1992]] წელს გადავიდა განვითარების, შემდგომ კი სოციალური განვითარების სამინისტროში. [[1998]]-ში მუშაობდა [[აშშ]]-ში, ესპანეთის საელჩოში, კონსულტანტად. [[1999]] წელს დანიშნეს სოფიალურისოციალური განვითარებისა და შრომის სამინისტროს ტექნიკურ გენერალურ დირექტორად. მოგვიანებით დასაქმებული იყო სახელმწიფო მმართველობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამავე წელს შეუერთდა ესპანეთის სახალხო პარტიას.
 
[[2006]] წლის ივნისში მარია კოსპედალი არჩეულ იქნა ესპანეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ [[კასტილია-ლა მანჩა]]ს განყოფილებაში. ორი წლის შემდეგ, [[მარიანო რახოი]]მ იგი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშნა და იგი გახდა პირველი ქალი აღნიშნულ პოზიციაზე. [[2006]] წელს ის ესპანეთის სენატის შემადგენლობაშიც შევიდა, არჩევნებამდელი შედეგებით. განმეორებით აირჩიეს სენატის შემდგომ მოწვევაში. იგი ფიგურირებდა პარტიის ხაზინდართან, ლუის ბარსენასთან კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში.
 
მარია [[1995]]-[[1998]] წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა არისტოკრატ ხოსე ფელიქს ვალდივეს-გონსალესთან, შედეგად ისინი განქორწინდნენ და ეკლესიაში ჯვარიც კი აიყარეს<ref>https://www.elespanol.com/corazon/famosos/20181108/cospedal-lopez-hierro-historia-amor-prueba-villarejo/351715287_0.html</ref><ref>https://www.elmundo.es/loc/famosos/2018/06/19/5b28e09cca4741ab108b45f6.html</ref>. კოსპედალი [[2009]] წლიდან ქორწინებაშია მეწარმე და ფინანსისტ იგნასიო ლოპეს დელ იეროსთან, რომლისგანაც ჰყავს შვილი — რიკარდო.
 
[[2020]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] ქმართან ერთად დაუდასტურდა [[COVID-19]], თუმცა მსუბუქ ფორმებში<ref>https://www.abc.es/espana/abci-cospedal-y-marido-aislados-domicilio-tras-haber-dado-positivo-coronavirus-202003241244_noticia.html?ref=https%3A%2F%2Fen.wikipedia.org%2F</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==