მარია დოლორეს დე კოსპედალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 67:
 
==ბიოგრაფია==
მარია დოლორეს დე კოსპედალი დაიბადა [[1969]] წლის 13 დეკემბერს მადრიდში. იგი იზრდებოდა [[ალბასეტე]]ში, სწავლობდა „Colegio La Anunciata de Nuestra Señora del Rosario-ს“ საჯარო სკოლაში. უმაღლესი განათლება მიიღო წმინდა პავლეს სახელობის კერძო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. [[1991]] წელს [[ბასკეთი|ბასკეთში]] მუშაობდა პროკურორად. [[1992]] წელს გადავიდა განვითარების, შემდგომ კი სოციალური განვითარების სამინისტროში. [[1998]]-ში მუშაობდა [[აშშ]]-ში, ესპანეთის საელჩოში, კონსულტანტად. [[1999]] წელს დანიშნეს სოფიალური განვითარებისა და შრომის სამინისტროს ტექნიკურ გენერალურ დირექტორად. მოგვიანებით დასაქმებული იყო სახელმწიფო მმართველობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
 
[[2006]] წლის ივნისში მარია კოსპედალი არჩეულ იქნა ესპანეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ [[კასტილია-ლა მანჩა]]ს განყოფილებაში. ორი წლის შემდეგ, [[მარიანო რახოი]]მ იგი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშნა და იგი გახდა პირველი ქალი აღნიშნულ პოზიციაზე. [[2006]] წელს ის ესპანეთის სენატის შემადგენლობაშიც შევიდა, არჩევნებამდელი შედეგებით. განმეორებით აირჩიეს სენატის შემდგომ მოწვევაში. იგი ფიგურირებდა პარტიის ხაზინდართან, ლუის ბარსენასთან კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში.